მაგნიუმი და ვიტამინი B6 არის ორი აუცილებელი ნივთიერება ჩვენი სხეულის სწორი ფუნქციონირებისთვის.
მაგრამ იცით, რატომ არის ერთად ეს ორი ხშირად შერწყმული ერთ კაფსულაში?
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, მოდი განვიხილოთ ისინი.
რა არის მაგნიუმი და რა როლი აქვს მას?
მაგნიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე უხვი მინერალური ჩვენს ორგანიზმში. ეს მაკროელემენტი, არ სინთეზირდება სხეულის მიერ.
მაგნიუმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სტრესის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძვლების გაძლიერებაში.
საერთო ჯამში, მაგნიუმი მონაწილეობს სამასზე მეტ მეტაბოლურ რეაქციასა და სასიცოცხლო ფუნქციებში.
ძვლებისა და კბილების ზრდა და სიმტკიცე
ნერვული სისტემის ფუნქციონირება
არტერიული წნევის რეგულირება
იმუნური სისტემა
ენერგიის მეტაბოლიზმი
ენერგიის წარმოება
კუნთების სწორი ფუნქციონირება.
ვიტამინი B6-ის დანიშნულება
მაგნიუმისგან განსხვავებით, ვიტამინი B6 მოიცავს 6 ნივთიერებათა მოლეკულას. B6 წყალში ხსნად ვიტამინია და მაგნიუმის მსგავსად, არც ის სინთეზირდება ორგანიზმის მიერ.
B6 აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კერძოდ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
ჰემოგლობინის და სისხლის წითელი უჯრედების სინთეზში
იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში
ვიტამინი B3 ტრიპტოფანიდან სინთეზირებაში
ენერგიის მეტაბოლიზმის ფუნქციონირებაში
ჰორმონალური აქტივობის რეგულირებაში
დაღლილობის შემცირებაში
ნერვული სისტემის მუშაობაში
ვიტამინი B6 და მაგნიუმი ურთიერთდაკავშირებულია და ურთიერთდამოკიდებულნი არიან.
მიუხედავად იმისა, რომ მაგნიუმი არის მინერალური რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, მისი ნაწლავიდან შეწოვა არცთუ ისე მარტივია. ეს სირთულე ძირითადად განპირობებულია არასწორი ცხოვრების წესით, (ალკოჰოლი, თამბაქო, გაჯერებული ცხიმები და გარკვეული მედიკამენტებიც კი.)
ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის უკეთ შეწოვას და ამ მიზეზით ხშირად გამოიყენება ეს ორი კომბინაციაში.
სტრესის, დაღლილობის საწინააღმდეგო, ნერვული ბალანსის მარეგულირებელი და კუნთების დამამშვიდებელი, მაგნიუმი B6-თან ერთად არის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჰარმონია.
ვიტამინ B6-ის სარგებელი არ არის მხოლოდ მაგნიუმის უკეთ სინთეზი. ის ასევე აუცილებელია ორგანიზმში არსებული სხვა მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის.
არც მაგნიუმი და არც ვიტამინი B6 არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. მხოლოდ დაბალანსებულ კვებას და საკვებდანამატებს შეუძლია ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნილებების დაფარვა.
მოზრდილ ადამიანებში მაგნიუმის რეკომენდებული დღიური დოზაა 6 მგ/კგ. (საშუალოდ 420 მგ დღეში 70 კგ მამაკაცისთვის და 360 მგ დღეში 60 კგ ქალისთვის.)
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მაგნიუმის ყოველდღიური მიღება უნდა იყოს სტადარტულზე უფრო მაღალი.
ვიტამინის B6-ის ყოველდღიური რეკომენდებული დოზა:
1,5 მგ დღეში ქალებისთვის.
1.8 მგ დღეში მამაკაცებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ეს მიღება შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდის ასაკის, სქესის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით.
რას იწვევს მაგნიუმის და B6 დეფიციტი?
ვიტამინი B6 და მაგნიუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად სერიოზული პრობლემები. ესენია:
მადის დაკარგვა ;
კონცენტრირების სირთულე;
დაღლილობა ;
კანკალი;
ღებინება და გულისრევა;
კუნთების კრუნჩხვები;
არარეგულარული გულისცემა.
ვიტამინი B6 დეფიციტი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
გაღიზიანება
დაბნეულობა
დეპრესიული მდგომარეობა
ენის ანთება (გლოსიტი)
ტუჩის კუთხეების ანთება;
სებორჰემიური დერმატიტი (კანის დაავადება)
მაგნიუმით მდიდარი საკვები
მზესუმზირის თესლი: 364 მგ;
მოლუსკები: 295 მგ;
ქეშიუ: 245 მგ;
ნუში: 235 მგ;
წიწიბურა: 230 მგ;
შავი შოკოლადი 70%: 206 მგ;
ოსპი: 170 მგ;
მარცვლეულის პური: 181 მგ;
არაქისი: 135 მგ;
თხილი: 125 მგ;
ხამანწკები: 82 მგ.
B6-ით მდიდარი საკვები
ვიტამინი B6 ძირითადად გვხვდება ცხოველური წარმოშობის საკვებში:
ინდაური: 1,3 მგ;
ტუნა: 1 მგ;
ძროხის ღვიძლი: 1 მგ
მოხარშული ხბოს ღვიძლი: 0,9 მგ
ორაგული: 0,9-დან 0,6-მდე
რვაფეხა: 0,7
წიწილა: 0,6მგ
ბანანი: 0,47 მგ
ჰიპომაგნიემიის შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თქვენ ყოველდღიურად უნდა შეავსოთ მაგნიუმის და ვიტამინის B6-მარაგი, რაშიც ნამდვილად დაგეხმარებათ საკვებდანამატები, რომლის დანიშნულებაც არის არის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა, მეხსიერების გაძლიერება, სეზონური დაავადებებთან ბრძოლა და ასე შემდეგ.
თუმცა, Mg + vit B6 საკვები დანამატების მიღებას თან უნდა ახლდეს დაბალანსებული კვება. კერძოდ, ის სისტემატურად უნდა მოიცავდეს ხილსა და ბოსტნეულს.
მეორეს მხრივ, თქვენ უნდა აკრძალოთ ალკოჰოლი და დალიოთ საკმარისი წყალი.