კოლაგენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. ეს არის ყველაზე უხვი ცილა და ძვლის, კანის, კუნთების, მყესების და ხრტილის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასაკთან ერთად, ორგანიზმში კოლაგენის ბუნებრივი გამომუშავება იკლებს და კოლაგენის მარაგებიც ნელ ნელა იწყებს რღვევას. უკიდურესად დაბალი კოლაგენი იწვევს სხვადასხვა პრონლემებს, მათ შორის ნაოჭებს.
ამჟამად, ვეგანური კოლაგენის დანამატის პოვნა არც ისე მარტივია. ამის ნაცვლად, უმჯობესია მიიღოთ კოლაგენის გამაძლიერებელი საშუალებები.
ეს გამაძლიერებლები და მშენებლები შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში ბუნებრივი კოლაგენის წარმოების გაზრდას.
რატომ არის აუცილებელი კოლაგენის მიღება?
ბევრ ფაქტორს შეუძლია დააჩქაროს კოლაგენის დაკარგვა ჩვენს სხეულში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად კარგავს კოლაგენს, გარემო ფაქტორებმა და ცხოვრების წესმა კიდევ უფრო შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესი.
მზის ულტრაიისფერი (UV) სხივების ზემოქმედება იწვევს კანის დაზიანებას და დროთა განმავლობაში ამცირებს კანის კოლაგენის გამომუშავების უნარს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყოველთვის უნდა ატაროთ მზისგან დამცავი საშუალება.
კოლაგენი ასევე სახსრების ჯანმრთელობას. ჩონჩხის სისტემაში კოლაგენი ასაკთან ერთად ნაკლებად საიმედო ხდება, რაც იწვევს ძვლების სიმტკიცის შემცირებას.
სხვა ჩვევები, როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის დალევა და ჭარბი დამატებული შაქრის ან ულტრა დამუშავებული საკვების მიღებაც კი, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კოლაგენის წარმოებაზე და დააზიანოს სხეულის აღდგენის მექანიზმები.
კოლაგენის გამაძლიერებლები არის საკვები ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს სხეულის ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას. ამ გამაძლიერებლების დამატება მცენარეულ პროტეინებთან ერთად დადებითად აისახება კოლაგენის წარმოებაზეც.
ვიტამინი C
ვიტამინი C არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება კოლაგენის წარმოებისთვის. ის ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენასა და შეხორცებას. ის ასევე არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ეხმარება უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან. ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს C ვიტამინს, ამიტომ ის უნდა მივიღოთ საკვები რაციონიდან ან საკვები დანამატის სახით.
ვიტამინი C არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც გვხვდება ბევრ ხილსა და ბოსტნეულში. ვეგანური C ვიტამინის კარგი წყაროებია:
ფორთოხალი
წიწაკა
კალე
ბროკოლი
კივი
მარწყვი
ამინომჟავები
მცენარეული ცილებიდან მიღებული ამინომჟავები ასევე დაგეხმარებათ კოლაგენის ფორმირებაში. ამინომჟავები არის ცილების სამშენებლო ბლოკები სხეულში.
პროლინი არის ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია კოლაგენის წარმოებისთვის. პროლინი გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა სოიო, კომბოსტო და სოკო.
გლიცინი არის კიდევ ერთი ამინომჟავა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში. ის გვხვდება სპირულინაში, გოგრის თესლში და სოიოში.
სპილენძი
სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის ფორმირებაში, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების, ძვლების და შემაერთებელი ბოჭკოების წარმოქმნას, რომლებიც მხარს უჭერენ ქსოვილებს. ის გვხვდება მუქ ფოთლოვან მწვანილში, ლობიოში, ოსპში, თხილსა და თესლში.
ანტიოქსიდანტები
ყველა ანტიოქსიდანტი მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებაში, რადგან ისინი ხელს უწყობენ უჯრედების ჯანმრთელობას და იცავენ თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან. ვეგანებისთვის ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა: აცეროლა, E-ვიტამინი, ჰიალურონის მჟავა, სპირულინა და ასე შემდეგ.