გრავიოლას სასარგებლო თვისებები

 

გრავიოლა არის ხილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “კრემისებრი ვაშლი”. მას აქვს დიდი და ოვალური ფორმა.

გრავიოლა აწარმოებს მსხვილ, ხერხემლიან ნაყოფს, რომელსაც აქვს გამორჩეული ტკბილი და მჟავე არომატი.

იმის გარდა, რომ ნაყოფი საკვებად ვარგისია, გრავიოლა შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. (მაგალითად ბოჭკოვანი და ვიტამინი C)

გრავიოლა ასევე აქტიურად გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ. ზუსტად ამიტომ არსებობს გრავიოლას საკვებდანამატები, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობას.

სარგებელი

სტრესი

გრავიოლაში საკმაოდ მაღალია დამცავი ნაერთებისა და საკვები ნივთიერებების შემცველობა.

მას აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ნაერთების მდიდარი წყარო, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ანტიოქსიდანტები იცავს უჯრედებს მაღალი რეაქტიული მოლეკულებით გამოწვეული დაზიანებისგან, რომელსაც თავისუფალი რადიკალები ეწოდება. როდესაც თავისუფალი რადიკალები აჭარბებენ ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას, ეს იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება ოქსიდაციური სტრესი.

ოქსიდაციური სტრესი იწვევს ბევრ ქრონიკულ დაავადებას, მათ შორის გულის. ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური დაზიანებისგან, თავისუფალი რადიკალების განეიტრალების, ლიპიდების, ცილების და დნმ-ის უჯრედული დაზიანების შემცირებით.

გრავიოლა შეიცავს უამრავ დამცავ მცენარეულ ნაერთს, როგორიცაა სესკვიტერპენები, ფენოლური ნაერთები, აცეტოგენინები და ალკალოიდები.

უშუალოდ ეს მცენარე ამ ნაერთებს იყენებს, როგორც თავდაცვის მექანიზმის ნაწილს და ლოგიკურია რომ ადამიანებსაც შეგვიძლია მისი გამოყენება.

მაგალითად, ფენოლურ ნაერთებს, როგორიცაა კუმარინის მჟავა, აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, მას აქვს ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი.

გუანაბანა (ანტიოქსიდანტი) ასევე C ვიტამინის მდიდარი წყაროა. ერთი ჭიქა ნედლი გუანაბანა უზრუნველყოფს 46,4 მილიგრამს (მგ) C ვიტამინს.

კვლევებმა აჩვენა, რომ C ვიტამინის ყოველდღიური გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ჯანსაღი საჭმლის მონელება

გრავიოლა შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს,(რეკომენდირებული ყოველდღიური მოთხოვნილების დაახლოებით 83%-ს,) რაც სასიცოცხლოდ მკვებავია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

გრავიოლა შეიცავს როგორც უხსნად, ასევე ხსნად ბოჭკოებს. უხსნადი ბოჭკოვანი, რომელიც უცვლელად გადის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ მოძრაობას. ამის საპირისპიროდ, ხსნადი ბოჭკოვანი იზიდავს წყალს, რაც აადვილებს და უფრო კომფორტულს ხდის მონელებას.

კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ ბოჭკოვან საკვებს შეუძლია დაიცვას ადამიანი მრავალი დაავადებისგან, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოსგან. ასევე ბოჭკოების მაღალი მიღება ამცირებს კუჭისა და კოლორექტალური კიბოს რისკს.

ასტაბილურებს არტერიულ წნევას

მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება და გულის შეტევა. მაღალი წნევის ხელშემწყობი ფაქტორია ნატრიუმის მიღება. კალიუმი ეხმარება თქვენს ორგანიზმს ნატრიუმის მოცილებაში და ამსუბუქებს დაძაბულობას სისხლძარღვების კედლებში, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. გრავიოლა შეიცავს კალიუმის რეკომენდებულ ყოველდღიურ დოზის მესამედს.

გრავიოლა შეიცავს მრავალფეროვან ბიოაქტიურ ნაერთებს, რომელიც ამცირებს არტერიული წნევას ფერმენტის, სახელწოდებით ანგიოტენზინ-I-გარდამქმნელი (ACE) ინჰიბირებით, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევის დონეს.

კვლევა ჩატარდა მაღალი წნევის მქონე 143 ადამიანზე, რომელმაც აჩვენა, რომ სამი თვის განმავლობაში გრავიოლას მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიული წნევის დონეს. საკონტროლო ჯგუფს უფრო მეტად განუვითარდა ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) სამთვიანი კვლევის პერიოდში, ვიდრე მონაწილეებს, რომლებიც გრავიოლათი მკურნალობდნენ.

ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლა

გრავიოლას აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, რომელსაც შეუძლია მოკლას მრავალი სხვადასხვა ტიპის ბაქტერია, მათ შორის შტამები, რომლებიც იწვევენ ღრძილების დაავადებას და კარიესს.

გრავიოლას ექსტრაქტი ასევე ეხმარება ქოლერისა და სტაფილოკოკის ბაქტერიებთან ბრძოლას.