გლიცინი, კლასიფიცირდება, როგორც ცვლადი ამინომჟავა, (ასე უწოდებენ ამინომჟავას, რომელსაც სხეული დამოუკიდებლად ქმნის) თუმცა ორგანიზმი მას მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს.
გლიცინი არის მეორე ყველაზე გავრცელებული ამინომჟავა, რომელიც გვხვდება ადამიანის ფერმენტებსა და ცილებში, რის გამოც მას აქვს ერთ ერთი ფუნდამენტური როლი სხეულში.
პირველ რიგში გლიცინი მონაწილეობს ცილის შექმნის პროცესში, რის შედეგადაც ყალიბდება სხვადასხვა სახის ქსოვილი, ორგანოები, სახსრები და კუნთები. ორგანიზმში არსებული ცილებიდან ის კონკრეტულად კონცენტრირებულია კოლაგენში.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ცილოვანი საკვები (ხორცი და რძის პროდუქტები) შეიცავს გარკვეულ გლიცინს, მაინც რთულია მისი მიღება, რადგან როგორც ზევით ვახსენეთ, გლიცინის წყარო კოლაგენია, რომელიც არ გვხვდება ხორცში.
ამიტომაც ჩნდება გლიცინის მიღების დამატებითი საჭიროება. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ თუ რა პროსებში მონაწილეობს გლიცინი.
კუნთოვანი მასის ზრდა
გლიცინი ხელს უწყობს ძვირფასი ცილის ქსოვილის გამრავლებას, რომელიც ჯამში აყალიბებს უფრო მეტ კუნთოვან და აძლიერებს მის აღდგენას. გლიცინი გამოიყენება კრეატინის ბიოსინთეზის დროს, რა დროსაც კუნთოვან ქსოვილში საწვავის მსგავს ფუნქციას ასრულებს. შედეგად, აქტიურად მიმდინარეობს უჯრედების ენერგიით უზრუნველყოფა.
გლიცინს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „დაბერების საწინააღმდეგო ამინომჟავას“ იმის გამო, რომ იგი ეხმარება ორგანიზმს ხანდაზმულობის ასაკშიც კი შენარჩუნებულ იქნას კუნთოვანი ქსოვილის მასა. აგრეთვე ასტიმულირებს ადამიანის ზრდის ჰორმონის სეკრეციას, რაც ხელს უშლის ხრტილის დაკარგვას სახსრებში.
გარდა ამისა, ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად ვარაუდობენ, რომ გლიცინს დიდი სარგებელი მოაქვს ჰორმონების წარმოებასა და რეგულირებაში, რაც ეხმარება ორგანიზმს სტეროიდული ჰორმონების ბუნებრივად სინთეზირებაში, რომლებიც არეგულირებენ ცხიმისა და კუნთების მასის თანაფარდობას და აკონტროლებენ ენერგიის ხარჯვას.
იცავს სახსრებსა და ხრტილს
გლიცინი მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში, რომელიც მთავარ როლს თამაშობს სახსრების, მყესების, ლიგატების ზრდასა და ფუნქციონირებაში.
კოლაგენის დაახლოებით ერთი მესამედი შედგება გლიცინისაგან, ხოლო უშუალოდ კოლაგენი გადამწყვეტია შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისთვის, რომელიც ინარჩუნებს სახსრებს მოქნილობას. ამიტომაც არის, რომ კოლაგენის ჰიდროლიზატი ხშირად გამოიყენება სახსრების დეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ოსტეოართრიტი.
ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკმარისი ცილის (ან ამინომჟავების) სტაბილური მოხმარება, რათა დროულად აღდგეს დაზიანებული ქსოვილები სახსრებში, რომლებიც განიცდიან თავისუფალი რადიკალების მხრიდან მუდმივ ზეწოლას.
აღიარებულია, რომ გლიცინი აუცილებელია ელასტიური, მოქნილი ხრტილის ფორმირებისთვის, რაც ხელს უწყობს დაზიანებული სახსრების განკურნებას და შეუძლია თავიდან აიცილოს მობილურობისა და ფუნქციონირების დაკარგვა ხანდაზმულ ადამიანებში.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
გლიცინი მონაწილეობას იღებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ხაზების აღდგენაში. იგი ინახავს საკვების ნაწილაკებსა და საჭირო ბაქტერიებს ნაწლავში, რაც ამცირებს ღიობების წარმოქმნას. (მავნე რადიკალები რომლებიც, ნაწილაკებს გადასცემენ სისხლძარღვში, რაც იწვევს ანთებას.)
კოლაგენი, სადაც დიდი რაოდენობით გლიცინი გხვდება განსაკუთრებუთ ეხმარება კვებითი ალერგიის და მგრძნობელობის მქონე ადამიანებს უფრო ადვილად მოინელონ საკვები. იგი ერთგვარი დამამშვიდებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის და ნაწლავის ანთებითი დაავადებების დარღვევის მქონე ადამიანებში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგნით გლიცინი ასევე მოქმედებს როგორც მეტაბოლური საწვავი. ის საჭიროა ნაღვლის, ნუკლეინის მჟავების, კრეატინ ფოსფატისა და პორფირინების წარმოებისთვის, რომლებსაც ორგანიზმი საკვები ნივთიერებების დასაშლელად.
მაგალითად, გლიცინი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას ნაღვლის ბუშტში მჟავის გამომუშავებით, რის შემდგომაც მიმდინარეობს გლიკოგენის გადატანა უჯრედებში, რათა ორგანიზმს გააჩნდეს სასურველი ენერგიისთვის მარაგი ATP-ის სახით. მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ გლიცინი ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, რაც იწვევს უფრო ხანგრძლივ ენერგიას და ხელს უშლის შაქრის ლტოლვას და დაღლილობას.
ანელებს დაბერების ეფექტს და აძლიერებს იმუნურ სისტემას
გლიცინის მეშვეობით მიმდინარეობს გლუტათიონის, ღირებული ანტიოქსიდანტის ფორმირება, რომელიც გამოიყენება უჯრედების დაზიანებისა და დაბერების სხვადასხვა ნიშნების თავიდან ასაცილებლად.
2011 წელს გამოქვეყნდა კვლევა სადაც ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ გლუტათიონის დეფიციტი ბუნებრივი პროცესია ხანდაზმულებში, მისი წინამორბედების ცისტეინისა და გლიცინის დამატება სრულად აღადგენს გლუტათიონის სინთეზს. ეს ხელს უწყობს კონცენტრაციების გაზრდას და ამცირებს ოქსიდაციური სტრესის დონეს და ჟანგვის, რაც იწვევს დაბერებას.
გარკვეულ კვლევებში, გლიცინი აღმოჩნდა, უჯრედული მუტაციების თავიდან აცილების ერთ ერთი კარგი საშუალება. არსებობს ვარაუდი, რომ მიზნობრივი ამინომჟავებით თერაპიის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს კიბოს უჯრედების ზრდას მათი ენერგომომარაგების შეწყვეტით და ხელი შეუწყოს ანთების აღმოფხვრას, რაც კიბოს გარდა უამრავ სხვა ქრონიკულ მდგომარეობას უკავშირდება.
ებრძვის დაღლილობას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს
ცენტრალურ ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემაში მნიშვნელოვანი როლის გამო, გლიცინის მოქმედება მოიცავს ენერგიის დონის ამაღლებას, სისხლში შაქრის დაბალანსებას და დაღლილობის თავიდან აცილებას.
გლიცინი აუმჯობესებს ძილს სეროტონინის გამომუშავების გაძლიერებით, რაც ამცირებს შფოთვას და უძილობას. ამიტომაც, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას შფოთვის ან ნერვიულობის შესამცირებლად.
გლიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი არის ჰემის ბიოსინთეზის ხელშეწყობა, ჰემოგლობინის კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებას და შენარჩუნებას.
სისხლის წითელი უჯრედების მეშვეობით მიმდინარეობს ჟანგბადის გადატანა სხეულში.ამიტომ, გლიცინი ხშირად გამოიყენება ისეთ საკვებდანამატებში, რომლებიც მიზნად ისახავს სპორტსმენის ენერგიის გაუმჯობესებესებას.