ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სიმპტომები და სამკურნალო საშუალებები.

ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა ფორმის, რომელიც მდებარეობს ყელის არეში.

ფარისებრი ჯირკვალი აკონტროლებს მეტაბოლიზმის ბევრ ასპექტს, მათ შორის არეგულირებს სხვადასხვა ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც სხეულს აძლევს საშუალებას განახორციელოს სასიცოცხლო ფუნქციები

ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი გამოიმუშავებს ჰიპოფიზის ჯირკვალს, რათა დაარეგულიროს გამოთავისუფლებული ჰორმონების მუშაობა.

 ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვალი ამოტუმბავს გარკვეულ ჰორმონებს ზედმეტად ან პირიქით, ცოტას. ორივე საკითხი პრობლემურია და გავლენას ახდენს სხეულის წონის რეგულირებასა და განწყობის სტაბილიზაციაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონი არის T3 (ტრიიოდთირონინი) და T4 (თიროქსინი). ეს ორი ჰორმონი, გამოთავისუფლების შემდეგ, სხეულში მოძრაობს სისხლის მიმოქცევის გზით, რომელიც ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს გარდაქმნის ენერგიად.

მიღებული ენერგია აუცილებელია კოგნიტური ფუნქციებისთვის, განწყობის რეგულირებისთვის, საჭმლის მომნელებელი პროცესებისთვის, ჯანსაღი სექსუალური სურვილისთვის და ასე შემდეგ.

ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული პრობლემები

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებ უარყოფითი გავლენა ახდენს აბსოლიტურად ყველაფერზე. მისი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ფიზიკური, გონებრივი და ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ორი ძირითადი კატეგორიაა: ჰიპოთირეოზი (დაქვეითებული ჯირკვალი) და ჰიპერთირეოზი (ჯირკვლის გადაჭარბებული აქტივობა).

ჰიპოთირეოზი (დაქვეითებული ჯირკვალი)

ჰიპოთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის ყველაზე გავრცელებული ტიპი. ამ დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობა ქალები არიან, განსაკუთრებით რეპროდუქციული ან საშუალო ასაკის.

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, სხეულის ფუნქციონირება შენელებულია. ამიტომაც ხდება არასასურველი წონის მატება და გონებრივი ფუნქციების დაქვეითება.

ჰიპოთეროზის დროს ფარისებრი ჯირკვალი არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობით T3 ან T4 ჰორმონებს.

ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

მუდმივი დაღლილობა

გუნება-განწყობის ცვლილება და შფოთვა

უხეში ხმა

წონის სწრაფი მატება

ყაბზობა, შებერილობა და საჭმლის მომნელებელი სხვა პრობლემები

ჰიპერთირეოზი (ზედმეტად აქტიური ჯირკვალი)

ჰიპერთირეოზ პირიქით საპირისპირო ეფექტი აქვს. იგი იმ დონემდე აჩქარებს მეტაბოლიზმს, რომ ადამიანს უჭირს წონის შენარჩუნება.

ჰიპერთირეოზის სიმპტომები ჩვეულებრივ მოიცავს:

ნერვიულობა ან შფოთვის სიმპტომები

უძილობა

აჩქარებული გულისცემა

უცაბედი წონის კლება

უნთების სისუსტე

თხელი, მტვრევადი თმა

გადიდებული ჯირკვალი/ჩიყვი

კიდევ ერთი პრობლემა ეს არის გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, რომელსაც ასევე უწოდებენ ჩიყვს. იგი ვითარდება კისრის არეში, რაც გამოწვეულია საკვებ რაციონში იოდის ნაკლებობით. (იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.) ისეთ ქვეყნებში, სადაც იოდიზირებული მარილი გავრცელებულია, ჩიყვი იშვიათია. თუმცა ის შეიძლება განვითარდეს, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იკვებება არაჯანსაღად.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, გენეტიკი დაწყებული და არასწორი ცხოვრების წესით დამთავრებული.

ბუნებრივი მკურნალობა და პრევენცია

ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების რამდენიმე ტიპი არსებობს, შესაბამისად თითოეული მკურნალობაც ინდივიდუალურია.

ერთ შემთხვევაში ადამიანს ჭირდება მეტი ფარისებრი ჯირკვლის სტიმულირება, ხოლო მეორე შემთხვევაში პირიქით, ნაკლები. ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების ძირეული მიზეზების პოვნა და შესაბამისი მოქმედება.

1. კვების რაციონი

ჰიპოთირეოიდული დაავადებების მქონე პაციენტები უმეტესობას აქვს იოდის დეფიციტი.

იოდი არის ძირითადი მინერალი, რომელიც ეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გარდაქმნას და გამოყოფას. იოდით მდიდარი საკვებია ბოსტნეული და ზოგიერთი თევზი(ტუნა)

სელენი ხელს უწყობს T4 ჰორმონების დონის დაბალანსებას, ამიტომ შეეცადეთ მიირთვათ სელენით მდიდარი საკვები, მაგალითად: ბრაზილიური თხილი, ისპანახი, საქონლის ხორცი, ინდაური და ძროხის ღვიძლი.

თუთია და B ვიტამინები(განსაკუთრებით ვიტამინი B12) საჭიროა ენდოკრინული ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მაშინ, თუ იშვიათად მოიხმართ ცხოველურ საკვებს.

2. საკვებდანამატები

გარდა საკვების მიღებისა, აუცილებელია თქვენი ორგანიზმი უზრუნველყო ანთების საწინააღმდეგო საკვები ნივთიერებებით. მაგალითად ომეგა-3 - ით, რომლის ცხიმოვანი მჟავები აწესრიგებს მეტაბოლიზმის მუშაობას.

პრობიოტიკები სასარგებლოა მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად. ეს ორივე ერთად ხელს შეუწყობს თირკმელზედა/ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების მხარდაჭერას.

 

პრობიოტიკები, იგივე „კარგი ბაქტერიები“, რომლებიც ნაწლავებში ბინადრობენ და ტვინთან ურთიერთობენ სხეულის ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

ადაპტოგენური საკვებ დანამატები დაგეხმარებათ სტრესის უარყოფით ეფექტებთან ბრძოლაში, კერძოდ კი თირკმელზედა ჯირკვლების მხარდაჭერასა და ჰორმონების ბალანსირებაში. (აშვაგანდა, ჟენშენი და როდიოლა.)

3. მართეთ სტრესი და დაისვენეთ საკმარისად

ოდესაც ფიზიკური ან ემოციური სტრესის ქვეშ ხართ - (მაგალითად, შეშფოთებული, გადატვირთული, დაღლილი) ორგანიზმი იმყოფება "ბრძოლა-გადარჩენის" რეჟიმში, რა დროსაც დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონები გამოიყოფა.

აღნიშნული მდგომარეობა უარყოფითი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, (სისხლძარღვების შევიწროება, კუნთების დაძაბულობისა და არტერიული წნევის მომატება, ანთებითი ცილების და ანტისხეულების გამოყოფა,) აც თრგუნავს იმუნურ ფუნქცია და აზიანებს თირკმელზედა/ფარისებრ ჯირკვლებს.

 ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია დაქვეითებულ ლიბიდოსთან, ნაყოფიერების პრობლემებთან, განწყობის ცვალებადობასთან.

ენდოკრინული ჯირკვლების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ფსიქიკური დაძაბვის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა.