ჩვენი ქვეყნის ზონალურ-კლიმატური მდებარეობიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში ოთხივე სეზონის გამოვლა გვიწევს, მთელი თავისი დიდებულებით. შესაბამისად იცვლება ჰავა, კლიმატი, ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, საკვები რაციონი და ა.შ. ოთხივე სეზონს მისთვის დამახასიათებელი ჰავა, საკვები პროდუქტები და შესაბამისად მიღებული კონკრეტული ვიტამინების შემადგენლობა ახლავს თან.
აუცილებელია თითოეულ სეზონზე ჩვენი საკვები რაციონი დავგეგმოთ იმ ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობის შესაბამისად, რომლის მიღებაც ამ სეზონზე შედარებით რთულია და უფრო დიდი რაოდენობით ითხოვს ჩვენი ორგანიზმი.
ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი წელიწადის დრო სწორედ შემოდგომაა. მთავრდება ზაფხულის ცხელი და მზიანი დღეები, იმატებს ტენიანობა და მცირდება მზის შუქი. გარდა ამისა, თანდათან იკლებს იმ მწვანე საკვებისა და ხილის რაოდენობა, რომლითაც ასე განებივრებული ვიყავით ზაფხულში. შესაბამისად, საჭიროა ჩვენი საკვები რაციონი გავამდიდროთ კონკრეტული ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები დანამატებით.
ამ ბლოგში მოგიყვებით რომელი ვიტამინები და მინერალები გჭირდებათ განსაკუთრებით შემოდგომის სეზონზე და როგორ უნდა შეავსოთ ორგანიზმი ამ საჭირო მიკრონუტრიენტებით.
შემოდგომა არის წელიწადის დრო, როდესაც განსაკუთრებით იმატებს სიცივე, ტენიანობა და ხშირად ქრის ქარი. ასეთი ამინდის პირობებში აქტიურად გვიშრება კანი და ხდება უფრო მგრძნობიარე. გთავაზობთ იმ ვიტამინების ჩამონათვალს, რომლებიც აქტიურად გჭირდებათ შემოდგომით, ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად:
ვიტამინი A - ვიტამინი A, იგივე რეტინოლი, ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფუნქციები კანში. იგი ხელს უწყობს ჩვენი კანის ტენიანობას და ელასტიურობის შენარჩუნებას. ვიტამინი A ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და აჩერებს კანის დაბერების პროცესს. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს კოლაგენის ბუნებრივ გამომუშავებას. A ვიტამინით მდიდარია შემდეგი პროდუქტები: გოგრა, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ბარდა, ბროკოლი და ხურმა.
ვიტამინი E – E ვიტამინი წარმოადგენს ასევე ცხიმში ხსნად ვიტამინს და მასაც გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. იგი აქტიურად იცავს კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან და ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ვიტამინი E-თი მდიდარია ისეთი საკვები, როგორიცაა: მცენარეული ზეთები, თხილეული და კაკალი, ისპანახი, პომინდორი, გოგრა, კივი და ხურმა.
კოლაგენი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერება, შემოდგომის ცივ დღეებში კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის კოლაგენი. I და III ტიპის კოლაგენი ხელს უწყობს კანის სიძლიერისა და ელასტიურობის შენარჩუნებას. ტემპერატურის დაცემისას კანთან ერთად, პრობლემები ექმნება სახსრებსაც. სიცივეში სახსარი შეიძლება გაცივდეს და წავიდეს ანთებითი პროცესები. II ტიპის კოლაგენი ხელს უწყობს სახსრებისა და ხრტილების გამძლეობას. (კოლაგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგზე).
ტემპერატურის დაცემასთან ერთად იმატებს სეზონური გრიპებისა და სხვადასხვა დაავადებების რისკი. შესაბამისად, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გაძლიერება.
ვიტამინი C - იმუნური სისტემის გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე საშუალებაა C ვიტამინი. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით იგი იცავს იმუნურ სისტემას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ამცირებს ჟანგვით პროცესებს. C ვიტამინი დაგეხმარებათ როგორც სეზონური გრიპების წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერებაში, ასევე იმ შემთხვევაშიც თუ უკვე ავად ხართ. შეგიმსუბუქებთ გაციების სიმპტომებს და შეამცირებს მათ ხანგძლივობას.
ვიტამინი D - ზაფხულის დღებში 15-20 წუთი მიღებული მზის აბაზანა ასტიმულირებს ჩვენ სხეულში საჭირო რაოდენობით D ვიტამინის გამომუშავებას. თუმცა შემოდგომის პერიოდში, როდესაც მზის ნათების დრო და ინტენსივობა თანდათან მცირდება, საჭირო ხდება D ვიტამინის დამატებით მიღება. D ვიტამინის ნაკლებობა არაერთ მძიმე პათოლოგიას იწვევს, ისეთებს როგორებიცაა: ძვლების სისუსტე და ოსტეოპოროზი, სუსტი იმუნიტეტი და რესპირატორული სისტემის დაავადებები. ამიტომაც აუცილებელია, შემოდგომიდან დაწყებული, მთელი ზამთრისა და გაზაფხულის პირველი ნახევარი აქტირად მივიღოთ ვიტამინი D, როგორც ჯანსაღი საკვებიდან, ასევე საკვები დანამატის სახით. ვინაიდან არცთუ ისე ბევრი საკვებია მდიდარი აღნიშნული ვიტამინით (ცხიმიანი თევზი, კვერცხი და ზოგიერთი სახის სოკო), სასურველია მისი ცალკეული დანამატის სახით მიღებაც. Vitamini.ge გთავაზობთ სხვადასხვა სახის D ვიტამინს: ვიტამინი D3 სუფთა სახით, ვიტამინი D3 + ვიტამინი K2.
თუთია - ეს მიკროელემენტი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და გვიცავს გაციებისა და სეზონური გრიპებისგან. ორგანიზმში თუთიის საკმარისი რაოდენობა იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს და ხელს უშლის ვირუსის ბაქტერიას ადვილად მიუერთდეს მას. ბუნებრივად თუთია შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი პროდუქტებიდან:
- თევზეული - ორაგული, სარდინი, კიბორჩხალა, მიდიები, ლობსტერი
- ცხოველის ხორცი - საქონლის, ღორის, ცხვრის
- ფრინველის ხორცი - ინდაური, ქათამი
- პარკოსნები - ოსპი, შავი ლობიო, მწვანე ლობიო
- თხილეული და თესლეული - გოგრის თესლი, კეშიუ, კანაფის თესლი
- რძის პროდუქტები - რძე, ყველი, იოგურტი
- მარცვლეული - შვრია, ქინოა, ტავისფერი ბრინჯი
- ბოსტნეული - სოკო, ბარდა, ასკილი, ჭარხალი
პრობიოტიკები - ძლიერი იმუნური სისტემისთვის კიდევ ერთი მნშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ნაწლავების მიკროფლორაა. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა კავშირია ნაწლავებსა და იმუნიტეტს შორის? ახლავე მიხვდებით: ჩვენი იმუნური სისტემის 80% სწორედ ნაწლავში მდებარეობს. ჩვენი იმუნური სისტემა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდსაც სწორად იმუშავებს ჩვენი ნაწლავები. პრობიოტიკები ცოცხალი ბაქტერიებია, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კარგი ბაქტერიების რაოდენობის გაზრდას.
მწვანე მცენარეები - შემოდგომის დადგომასთან ერთად სულ უფრო იკლებს ნატურალური ბოსტნეულის რაოდენობა. ზაფხულში მწვანე ბოსტნეულით განებივრებული ორგანიზმი აქტიურად გვთხოვს ისევ მივაწოდოთ ჯანსაღი ნუტრიენტები. წელიწადის ამ დროს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ორგანიზმს მივაწოდოთ ის მწვანე საკვები, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ნატურალურად მოყვანილი სახით. ამასთანავე ბოსტნეულის შემადგენლობა შეგვიძლია დამატებით საკვები დანამატიდანაც მივიღოთ. Applied Nutrition-ის უნიკალური პროდუქტი “Critical Greens” შეიცავს 17 სახის მწვანე მცენარის ნატურალურ ფხვნილს, მათ შორის: სპირულინა, ბარდა, იონჯა, ქერი, ხორბალის ბალახი, ბროკოლი, ისპანახი, ნიახური, ოხრახუში, ჭარხალი, მწვანე ჩაი და სხვა. აღნშნული პროდუქტი ადვილად შეგავსებთ სხვადასხვა სახის ბოსტნეულსა და ბალახეულში არსებული ვიტამინებითა და სასარგებლო ნუტრიენტებით.
შემოდგომა მართლაც ულამაზესი და ბევრისთვის საყვარელი წელიწადის დროა. თუმცა მას სილამაზესთან ერთად მრავალი გამოწვევაც მოჰყვება. ზაფხულის შემდეგ იცვლება ჰავა, ჰაერის ტემპერატურა, საკვები რაციონი და ა.შ. გარდა ამისა მოდის ზამთარი და აუცილებელია, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მოვამზადოთ ზამთრის სეზონური გრიპებისა და სხვადასხვა თანამედროვე ვირუსთან საბრძოლველად. შესაბამისად, ეს არის იდიალური პერიოდი, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნური სისტემა ზამთრის გამოწვევბთან საბრძოლველად. გარდა ამისა, შემოდგომიდან იკლებს როგორც ნატურალური ხილის, ასევე მწვანე ბოსტნეულის რაოდენობა და ამიტომაც აუცილებელია ჩვენი საკვები რაციონი იმგვარად დავგეგმოთ, რომ შევასვოთ იგი ყველა ვიტამინით, მინერალითა და სხვას საჭირო მიკრონუტრიენტით.