MCT, რომლის სრული სახელია საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები. ეს არის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავების ფორმა. MCT-მა ეს სახელი მისი ქიმიური სტრუქტურიდან გამომდინარე ეწოდება. ინფორმაციისთვის: ყველა სახის ცხიმოვანი მჟავა შედგება ნახშირბადისა და წყალბადის ნაერთებისგან.
ცხიმები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ნახშირბადი აქვთ: მოკლე ჯაჭვის ცხიმებს(მაგალითად ბუტირის მჟავა) აქვთ ექვსზე ნაკლები ნახშირბადი, საშუალო ჯაჭვის ცხიმებს 6-დან 12-მდე, ხოლო და გრძელჯაჭვის ცხიმებს (ომეგა-3) აქვთ 13-მდე.
რაც უფრო მოკლეა ჯაჭვი, მით უფრო სწრაფად ხდება ცხიმოვანი მჟავების გარდაქმნა, კეტონის სახით. კეტონები არის ის, რასაც სხეული გამოიმუშავებს, მაშინ, როდესაც ორგანიზმი საჭირო ენერგიას გლუკოზის ნაცვლად ცხიმიდან იღებს. მაგალითად ეს პროცესი მიმდინარეობს კეტო დიეტის დროს.
გრძელი ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებთან შედარებით, MCT უფრო ადვილად შეიწოვება, რადგან სხეულს ნახშირბადის დაშლის მიზნით ნაკლები სამუშაო აქვს. MCT-ები უფრო მცირეა, ამიტომ მათ შეუძლიათ უფრო ადვილად უჯრედულ მემბრანაში. მათ არ სჭირდებათ სპეციალური ფერმენტების გამოყენება, რათა სხეულმა გამოიყენოს ისინი.
საშუალო ჯაჭვის ცხიმები ადვილად შეიწოვება და პირდაპირ იგზავნება ღვიძლში, სადაც მათ აქვთ თერმოგენური ეფექტი და უნარი, რომელიც დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმის მუშაობაზე.
MCT სასარგებლოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უჭირს ცხიმების სხვადასხვა ფორმის მონელება. ეს არის დარღვევა, რომელსაც მალასბორცია ეწოდება. MCT ბევრი სხვა სასარგებლო თვისებები აქვს, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ.
წონის კლება
MCT დადებითი გავლენა აქვთ ენერგიის გამომუშავებაზე, ცხიმების წვასა და წონის შემცირებაზე. მას შეუძლია გაზარდოს საკვების გაჯერება და მეტაბოლური ფუნქციონირების მაჩვენებლის ამაღლება.
როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ MCT თრგუნავს ცხიმის დეპონირებას(ვალდებულება) გაძლიერებული თერმოგენეზისა და ცხიმის დაჟანგვის გზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, MCT ეხმარება სხეულს კეტონების გამომუშავებაში, რაც მოგცემთ იგივე სარგებელს, რასაც კეტო დიეტას.
სხეულში მისი ეფექტისა და ენერგიის სწრაფად გამოყენების უნარის გამო, MCT-ებს ასევე უწოდებენ "კეტოგენურ დიეტურ ცხიმებს" ეს განსაკუთრებით მაშინ არის პრაქტიკული როდესაც ადამიანი შეგნებულად ზღუდავს ნახშირწყლებს საკვებ რაციონში. MCT შესანიშნავი საშუალებაა კეტო დიეტისთვის, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კეტოზის მიღწევაში.(მეტაბოლური მდგომარეობა, როდესაც სხეული ნახშირწყლების ნაცვლად, საწვავად ცხიმებს იყენებს.)
გულის ჯანმრთელობა
MCT ხელს უშლის მეტაბოლური სინდრომის განვითარებას(ტერმინი, რომელიც მიეკუთვნება მდგომარეობათა იმ ჯგუფს, რომელიც იწვევს შემდეგ დარღვევებს: მუცლის სიმსუქნე, უზმოზე გლუკოზის დონის დარღვევა.) ამ მიზეზების გამო შეიძლება შეფერხდეს გულის სრულფასოვანი მუშაობა. მას აქვს დამცავი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე. MCT აუმჯობესებს შრატის ლიპიდურ პროფილებს, რაც ამცირებს ღვიძლში ქოლესტერინის დონეს.
აუმჯობესებს ენერგიის დონეს.
ტვინი ძირითადად შედგება ცხიმოვანი მჟავებისგან. შესაბამისად, ადამიანს მუდმივად ესაჭიროება ჯანსაღი ცხიმები, რათა არ შეფერხდეს გონებრივი მუშაობა. ტვინი MCT-ის იყენებს როგორც საწვავს და ორგანიზმს ეხმარება ვიტამინებისა და მინერალების უკეთ ათვისებაში, რის შემდეგაც თავს გაცილებით ენერგიულად გრძნობთ.
MCT არის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ათვისებადი, გამოსაყენებელი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც არსებობს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც იცავს ძალიან დაბალ ნახშირწყლოვან დიეტას, მათ შორის კეტოგენურს.(ნახშირწყლების შეზღუდვა პირდაპირ კავშირშია ენერგიის ნაკლებობასთან) MCT შეუძლია შეამციროს კეტო-ინდუქციის არასასურველი ეფექტები და გააუმჯობესოს კეტოზის დრო.
საჭმლის მონელება და საკვები ნივთიერებების შეწოვა
MCT ზეთი სასარგებლოა ნაწლავის მიკრობიოტაში ბაქტერიების დასაბალანსებლად, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რომელიც პასუხისმგებელია როგორც ენერგიის ხარჯვაზე, ასევე ვიტამინებისა და მინერალების ათვისებაზე.
MCT ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს საჭმლის მომნელებელ სხვადასხვა პრობლემებს.(ყაბზობა, დიარეა, საკვებით მოწამვლა, კუჭის ტკივილი)
ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია, საჭირო ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების ასათვისებლად (მაგალითად MCT ხელს უწყობს ბეტა კაროტინის სინთეზირებას, ეს არის A ვიტამინის წინამორბედი, რომელიც სხეულის ძალიან ბევრ მეტაბოლურ პროცესებში იღებს მონაწილეობას.)
საკვებად ვარგისი
MCT საკმაოდ კარგი საშუალებაა საკვების მოსამზადებლად. ზოგიერთი კულინარიული ზეთი არ არის კარგად მორგებული მაღალტემპერატურული მომზადებისთვის. მათგან განსხვავებით, MCT აქვს მაღალი "კვამლის წერტილი", რაც ნიშნავს რომ იგი სითბოსგან ადვილად არ იჟანგება. ეს დიდი პლიუსია, რადგან ძირითადში ზეთების უმრავლესობა ადვილად კარგავს კვებით ღირებულებებს.
MCT ზეთი თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის საკვების მოსამზადებლად.(ცომეული, ცხობისას, ფრიწურში და გრილზე.)