Real Pharm - MCT Oil მცენარეული წარმოშობის საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების კომპლექსია. მისი მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ და მოყვარულ სპორცმენებს, ასევე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს.
ბუნებრივი ფორმით, ისინი ძალზე შეზღუდული რაოდენობით გვხვდება და საკვებში მათი ძირითადი წყარო ქოქოსის ზეთია. MCT ცხიმები მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება ენერგიად. მისი ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილების სახით დასაწყობება არ ხდება. MCT ცხიმოვანი მჟავების დიეტური თვისებები გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი პირდაპირ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება ვენაში და სხვა ცხიმოვანი მჟავებისგან განსხვავებით, ლიპაზას და ნაღველს მათი მონელება არ სჭირდება. ამიტომ, MCT ზეთი ხშირად გამოიყენება ცხიმის შეწოვის დაქვეითების მდგომარეობების დროს.
MCT ცხიმოვანი მჟავები ძალიან სწრაფად შეიწოვება სისხლში (გლუკოზის მსგავსი) და მათ გადამუშავებისათვის საჭიროა ორჯერ მეტი ჟანგბადი, ვიდრე სხვა ცხიმოვან მჟავების შემთხვევაში. მათ ახასიათებს ორჯერ მეტი წვის ენერგია (8,3 კკალ / გ) ვიდრე ნახშირწყლები ან ცილები (4 კკალ / გ), რაც ზრდის სხეულის თერმოგენეზს (მისი ტემპერატურის მომატება). MCT ზეთის ძალიან სწრაფი შეწოვა და გარდაქმნა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ კუნთების გლიკოგენის მარაგი აქტიური ფიზიკური დატვირთვის დროს.
Real Pharm - MCT Oil-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის ჯანსაღი ცხიმი
– გარდაიქმნება ენერგიად
– ორგანიზმში არ საწყობდება ცხიმოვანი ქსოვილის სახით
– გააჩნია სწრაფი შეწოვის უნარი
– მაღალი ფიზიკური დატვირთვის დროს, გვეხმარება კუნთებში არსებული გლიკოგენის მარაგის დაზოგვაში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამის დროს დღეში სამჯერ. არ გამოიყენოთ პროდუქციის შესაწვავად( 160 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე).
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.