შეფ-მზარეული

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 დეკემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] 
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,შეფ-მზარეული“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

ძირითადი მოთხოვნები

  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
  • სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება; მენეჯერული უნარის ფლობა
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
  • სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

 

მოვალეობები

  • მენიუს შედგენა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • კალკულაციების შედგენა და დაცვა;
  • საწყობის და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • სამზარეულოს ყოველდღიური ფუნქციონირების დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა და კონტროლი;
  • სამუშაო დღის დაგეგმვა და თანამშრომლებზე მოვალეობების და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
  • კვების პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფა: პროდუქტების ხარისხის და ვადიანობის კონტროლი;
  • უსაფრთხოების ტექნიკის და სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის/მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;

ანაზღაურება: ფიქსირებული - შეთანხმებით. (ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია სამუშაო დღეების რაოდენობასა და კანდიდატის გამოცდილებაზე)
 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვიტამინი.ჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


გაფრთხილება
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”