საწყობის თანამშრომელი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 სექტემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected]
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,საწყობის თანამშრომელი“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.


სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საწყობში მუშაობის ან მსგავს სფეროში მომსახურების გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  •  სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (განვიხილავთ სტუდენტებსაც);
  •  ფიზიკური დატვირთვის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.


ძირითადი მოვალეობები

  • საწყობში მისაღები ტვირთვისთვის შესაბამისი სივრცის მომზადება;
  • საწყობში პროდუქციის სწორი, უსაფრთხო და სისტემური განთავსება/დასაწყობება;
  • მაღაზიებისა და დარბაზებისთვის საჭირო პროდუქციის დროული მომზადება და ტრანსპორტში განთავსება;
  • პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების ზუსტად დაცვა.
  • კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
     

ანაზღაურება: შეთანხმებით

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვიტამინი.ჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”