მარკეტინგის სპეციალისტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 დეკემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] 
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,მარკეტინგის სპეციალისტი“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook).


ძირითადი მოვალეობები

  • ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ბაზრის ანალიზი და არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზში, შეფასებასა და/ან ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
  • პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და კონტროლი
  • ახალი ბრენდის/პროდუქტის ჩაშვების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
  • კონკრეტული ბრენდის კამპანიისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი და დანახარჯების კონტროლი;
  • სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარები

  • კრეატიულობა
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება: შეთანხმებით. კვალიფიკაციისა და ცოდნის გათვალისწინებით

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვიტამინი.ჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”