კვების სპეციალისტი - ნუტრიციოლოგი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი


ძირითადი მოვალეობები

  • ნუტრიენტების (მ.შ. მაკრო- და მიკრო-ნუტრიენტების) მნიშვნელობა და ნორმირების საკითხების ცოდნა
  • მოხმარების რეკომენდებული დოზების განსაზღვრა
  • კონკრეტული, განსაზღვრული კალორიების შესაბამისი ჯანსაღი მენიუს შედგენა და კალკულაცია.
  • ჯანსაღი კვების დაგეგმვა და კვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების განსაზღვრა თავისებურებები ასაკობრივი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით,
  • კვებითი ჩვევების როლის ცოდნა ქრონიკული დაავადებების საკითხებში,
  • ნუტრიციული რეკომენდაციების გაცემა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის, მ.შ. სპორტსმენებისთვის;
  • სურსათის მიმართ არსებული  ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა
  • სურსათის ეტიკეტირების საკითხებისა და ასევე სურსათის უსაფრთხოების თანამედროვე მიდგომების ცოდნა

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარები

  • კრეატიულობა
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

ანაზღაურება: შეთანხმებით

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 სექტემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] 
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,კვების სპეციალისტი - ნუტრიციოლოგი“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვიტამინი.ჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


გაფრთხილება
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”