განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 დეკემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected]
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, სადაც აგზავნით რეზიუმეს.
მაგ: ,, გაყიდვების კონსულტანტი თბილისი “.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია გქონდეთ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება,
- სპორტული საკვები დანამატების ცოდნა, თუნდაც სამოყვარულო დონეზე;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები
- მომხარებლებისთვის მაქსიმალურად საჭირო კონსულტაციის გაწევა
- მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
- შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით
- მაღაზიის ვიზუალუზე და სისუფთავეზე ზრუნვა
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- კრეატიულობა
- ორგანიზებული
- პუნქტუალური
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ანაზღაურება: თანამშრომლების გამოცდილების საფუძველზე : 1400 - 1900 ლარი , დამოკიდებულია სამუშაო დღეების რაოდენობაზე და თქვენს გაყიდვების უნარზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვიტამინი.ჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”


