ციტრულინის მალატი წარმოადგენს L-ციტრულინისა და მალატის კომბინაციას. L-ციტრულინი ითვლება ამინომჟავად, რომელიც ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის (იგივე NO-ს) ბუნებრივ გამოყოფას. NO არის ვაზოდილატორი, რაც ნიშნავს, რომ ის აფართოებს სისხლძარღვებს, მას აქვს დაახლოებით “წყალდიდობის” მსგავსი ეფექტი, რა დროსაც ჟანგბადის, სისხლის და საკვები ნივთიერებების დიდი ნაკადი მიედინება კუნთოვან ქსოვილში.
მალატის მოპოვება ვაშლის მჟავისგან ხდება. ამიტომაც არის, რომ უარომატო ციტრულინის მალატს ხშირ შემთხვევაში აქვს მომჟავო გემო. როდესაც ეს ორი კომპონენტი გაერთიანებულია, ისინი ქმნიან ციტრულინის მალატს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მალატი არის აქტიური ძირითადი ინგრედიენტი და მისი გამოყენება გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ L-ციტრულინის.
როგორ მუშაობს ციტრულინის მალატი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციტრულინის მალატი იძლევა აზოტის ოქსიდის (NO) ბუნებრივ წარმოებას. აზოტის ოქსიდს ასევე ეწოდება გაზი, რომლის მთავარი დანიშნულებაა ვაზოდილაციის ან სისხლის ნაკადის გაზრდა. აზოტის ოქსიდი არის სხეულის სისხლძარღვთა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მოლეკულა, რომელიც არეგულირებს ძირითად სასიგნალო გზებს და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას. იგი გამოიყოფა ენდოთელური უჯრედების მიერ, რომლებიც თავს აფარებენ სისხლძარღვების შიდა კედლებს და ერთმანეთთან აკავშირებენ გლუვი კუნთების უჯრედებს, ვაზოდილაციის გზით. შესაბამისად, აზოტის ოქსიდი აფართოებს სისხლძარღვებს, ზრდის სისხლის მიმოქცევას არტერიული წნევის გაზრდის გარეშე.
კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის ოქსიდი აუცილებელია ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა მიმართულებით, რადგან ის ხელს უწყობს სისხლის, ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას სხეულსა და კუნთოვან ქსოვილში. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ აზოტის ოქსიდი აუმჯობესებს რეაბილიტაციის პროცესს, რაც ეხმარება კუნთოვან ქსოვილს აღდგენით პროცესებში.
ამ ბლოგში განვიხილავთ ვარჯიშის დროს ციტრულინის რამდენიმე სარგებელს.
ციტრულინის მალატი აუმჯობესებს ძალას
ციტრულინის მალატის ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი არის ძალის გაუმჯობესება. მისი მუშაობის ბიოლოგიური პროცესი, შეფასებულია როგორც უნიკალურ მოქმედებად. კვლევამ აჩვენა, რომ ციტრულინის მალატი გავლენას ახდენს ამინომჟავების გამოყენების სიხშირეზე, კონკრეტულად კი შეუცვლელი ტიპის ამინომჟავებზე, რომლებიც განსაკუთრებით პასუხისმგებელნი არიან მშრალი კუნთოვანი მასის აშენებაზე, აღდგენასა და ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე.
ციტრულინის მალატი ასტიმულირებს MPS მოქმედებას. ეს გახლავთ კუნთის მასის გაზრდის ბიოლოგიური პროცესი, სადაც უჯრედები წარმოქმნიან ახალ ცილებს, ამიტომ MPS პასუხისმგებელია კუნთების ზრდაზე, დაჩქარებულ აღდგენასა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე. მსგავსი ტიპის სინთეზი განსაკუთრებით პრაქტიკულია მაშინ, თუ ხშირად ვარჯიშობთ მძიმე წონებით.
European Journal Of Sports Science-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც მონაწილეობას მიიღეს ჩოგბურთელებმა. მათ მიიღეს დაახლოებით 8გრ ციტრულინი. შედეგებმა აჩვენა, რომ ციტრულინის მალატის მეშვეობით განავითარეს მაქსიმალური სიძლიერე და გაზარდეს ფეთქებადი სიმძლავრე.
ციტრულინის მალატი ამცირებს კუნთის დაღლილობას.
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც არის პრაქტიკული ციტრულინის მალატი ვარჯიშამდე არის ის, რომ ანელებს კუნთების დაღლილობის პროცესს. ციტრულინის მეშვეობით შეძლებთ უფრო დიდხანს ივარჯიშოთ და ნაკლებად გადაიღლება კუნთები. ეს კი პირდაპირ კავშირშია კუნთის მასის ხარისხიან მომატებასთან.
ციტრულინის მალატი პირდაპირ გავლენას ახდენს ადენოზინტრიფოსფატზე (ATP), რომელიც ქმნის მეტ მოლეკულურ და ქიმიურ ენერგიას. ATP-ს ეწოდება სხეულის შიდა საწვავის ავზი. ამ დროს ზუსტად ისეთივე ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, როგორიც კრეატინის შემთხვევაში, რომელიც ხელს უწყობს ATP-ის გამოყოფას, რაც შემდგომ იწვევს ძალის და ენერგიის განვითარებას კუნთოვან ქსოვილში.
ბრიტანულ სპორტულ მედიცინაში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად მიღებულმა ციტრულინის მალატმა შეამცირა კუნთების დაღლილობა და ჟანგვითი პროცესი, ხოლო ატფ-ის წარმოების სიჩქარე 34%-ით გაზარდა. ასევე დაადგინდა, რომ 20%-ით გაიზარდა ფოსფოკრეატინის დონე ვარჯიშის შემდგომ აღდგენითი პროცესების დროს.
ციტრულინ მალატი აჩქარებს აღდგენის პროცესს.
ციტრულინის მალატის კიდევ ერთი სარგებელი არის აზოტის ოქსიდის გამოყოფის სტიმულირების უნარი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აზოტის ოქსიდი აფართოებს თქვენს სისხლძარღვებს. შესაბამისად ასეთ დროს უკეთ მიმდინარეობს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება და ჟანგბადის მიღება.
ციტრულინის მალატი აძლიერებს EAA ფორმულის ამინომჟავების წარმოებას, რომელთა გამომუშავებას ორგანიზმი თავად ვერ ახერხებს. აღნიშნული ტიპის ამინომჟავები პირდაპირ კავშირშია კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციის პროცესში და ცილის უკეთ სინთეზირებაში.
ჟურნალში Strength And Conditioning-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღო 41-მა ადამიანმა. მათ მიიღეს 8გ ციტრულინის მალატი, რათა შეესწავლათ ზემოქმედება ანაერობულ (მსგავსი ტიპის ვარჯიშები მოიცავს ენერგიის სწრაფ აფეთქებას და ხორციელდება მაქსიმალური ძალისხმევით მოკლე დროში.) ეფექტიანობასა და ვარჯიშის შემდგომ კუნთების მდგომარეობაზე. შედეგები ასეთი იყო: ანაერობული ეფექტი გაიზარდა 53%-ით, ხოლო კუნთების ტკივილი შემცირდა 40%-ით.
ვარჯიშის შემდეგ კუნთების ნაკლები ტკივილი ნიშნავს, რომ თქვენ გაცილებით ნაკლებ დროში შეძლებთ დაუბრუნდეთ ვარჯიშს.