ალა - რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ალა, იგივე ალფა-ლიპოის მჟავა არის ორგანული ნაერთი, რომელიც ბუნებრივი გზით გვხვდება სხეულის უჯრედებში.

კერძოდ ის მზადდება მიტოქონდრიის შიგნით, რომელიც ცნობილია როგორც უჯრედების ელექტროსადგური, სადაც ის ეხმარება ფერმენტებს საკვები ნივთიერებების ენერგიად გადაქცევაში.უფრო მეტიც, მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები.

ალფა-ლიპოის მჟავა წყალში და ცხიმში ხსნადია, რაც საშუალებას აძლევს მას იმუშაოს სხეულის ყველა უჯრედში ან ქსოვილში. სხვა ანტიოქსიდანტების უმეტესობა მხოლოდ წყალში ან ცხიმში ხსნადია.

მაგალითად, ვიტამინი C მხოლოდ წყალში ხსნადია, ხოლო ვიტამინი E მხოლოდ ცხიმში ხსნადი.

ალფა-ლიპოის მჟავას ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს, მათ შორის სისხლში შაქრის დონის კონტროლს, ანთების შემცირებას, კანის დაბერების შენელებასთან და ნერვული ფუნქციის გაუმჯობესებას.

ALA-ს მთავარი საკვები წყაროებია:ღვიძლი, გული, ისპანახი, ბროკოლი და კარტოფილი. თუმცა, საკვებიდან მიღებული ALA არ იწვევს ორგანიზმში მის შესამჩნევ ზრდას.

ადამიანი ორგანიზმი მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ალფა-ლიპოის მჟავას. ამიტომაც საკმაოდ პოპულარულია მისი მიღება საკვებდანამატის სახით.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ ალას სარგებელზე, რომელიც ოფიციალურად არაერთი კვლევის შედეგად არის დადასტურებული.

სარგებელი

დიაბეტი

ALA-ს მინიმუმ ორი დადებითი სარგებელი აქვს ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირებისთვის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალფა-ლიპოის მჟავას აქვს  უნარი გამოიყენოს საკუთარი ინსულინი სისხლში შაქრის შესამცირებლად ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებში. ALA ასევე ეხმარება ისეთი პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა ნერვის დაზიანება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით.

არსებობს უკონტროლო ტიპის დიაბეტი, რომლის მთავარი მახასიათებელია სისხლში შაქრის მაღალი დონე. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები: მხედველობის დაკარგვა, გულის დაავადება და თირკმელების უკმარისობა.

ალფა-ლიპოის მჟავა პოპულარული გახდა, როგორც დიაბეტის პოტენციური დამხმარე საშუალება, რადგან დადასტურებულია, რომ ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

ევროპაში ALA წლების განმავლობაში გამოიყენება დიაბეტური ნეიროპათიის შედეგად გამოწვეული ტკივილის, წვის, ჩხვლეტის და დაბუჟების შესამსუბუქებლად.

უფრო კონკრეტულად, ერთმა დიდმა კვლევამ მტკიცედ აჩვენა, რომ ALA-ს დიდი ინტრავენური დოზები ეფექტური იყო სიმპტომების შესამსუბუქებლად.

წონის კლება

ALA- შეუძლია შეამციროს ფერმენტ AMP-გააქტიურებული პროტეინ კინაზას (AMPK) აქტივობა, რომელიც მდებარეობს თქვენი ტვინის ჰიპოთალამუსში.

როდესაც AMPK უფრო აქტიურია, სარგძნობლად მატულობს შიმშილის გრძნობა.

მეორეს მხრივ, AMPK აქტივობის ჩახშობამ შეიძლება გაზარდოს კალორიების რაოდენობა, რომელსაც თქვენი სხეული წვავს დასვენების დროს.

კანის დაბერება

კვლევამ აჩვენებს, რომ ალფა-ლიპოის მჟავა ხელს უწყობს კანის დაბერების ნიშნების შემცირებას.

ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალფა-ლიპოინის მჟავას შემცველი კრემის გამოყენებამ კანზე შეამცირა წვრილი ხაზები, ნაოჭები და კანის უხეშობა.

როდესაც ალფა-ლიპოინის მჟავა გამოიყენება კანზე, ის აერთიანებს კანის შიდა ფენებს, რაც გთავაზობთ ანტიოქსიდანტურ დაცვას მზის მავნე UV გამოსხივებისას.

გარდა ამისა, ალფა-ლიპოის მჟავა ზრდის გლუტათიონი დონეს, ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის კანის დაზიანებას და ამცირებს დაბერების ნიშნებს.

მეხსიერების გაუმჯობესება

მეხსიერების დაკარგვა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც იწვევს ოქსიდაციური სტრესის დაზიანება.

იმის გამო, რომ ალფა-ლიპოის მჟავა ძლიერი ანტიოქსიდანტია, კვლევები აჩვენებს, რომ მას აქვს უნარი შეანელოს მეხსიერების დაქვეითებით დამახასიათებელი დარღვევების პროგრესირება.

ლაბორატორიულ კვლევებში ვარაუდობენ, რომ ალფა-ლიპოინის მჟავა ანელებს ალცჰეიმერის დაავადების პროგრესირებას თავისუფალი რადიკალების განეიტრალებისა და ანთების ჩახშობის გზით.

ხელს უწყობს ჯანსაღი ნერვების მუშაობას

ალფა-ლიპოის მჟავა ხელს უწყობს ნერვების ჯანსაღ ფუნქციონირებას. კერძოდ, იგი ანელებს კარპალური გვირაბის სინდრომის პროგრესირებას ადრეულ სტადიაზე. ამ მდგომარეობას ახასიათებს ხელის დაბუჟება ან ჩხვლეტა, რომელიც გამოწვეულია ნერვის დაჭიმულობით.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ალფა-ლიპოის მჟავამ შეიძლება შეამსუბუქოს დიაბეტური ნეიროპათიის სიმპტომები, რაც არის დიაბეტით გამოწვეული ნერვული ტკივილი.

 

ალფა-ლიპოური დანამატები საუკეთესოდ მიიღება ცარიელ კუჭზე, რადგან გარკვეულ საკვებს შეუძლია შეამციროს მჟავას ბიოშეღწევადობა (40).