Vitamin Power - SUGAR FREE SWEETENER - არის უკალორიო, შაქრის გარეშე, 100 % ნატურალური დამატკბობელი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის შემცვლელად, რათა გახადოთ ყოველდღიურობა უფრო ჯანსაღი და ამასთანავე უარი არ თქვათ სიამოვნებაზე.
მისი შემადგენელი კომპონენტები გახლავთ:
Stévia - თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. 1931 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა ბრიდელმა და ლავიემ სტევიიდან გამოყვეს გლიკოზიდები, რომლებიც მცენარეს ტკბილ გემოს აძლევენ. ექსტრაქტები, რომლებსაც ეწოდა სტევიოზიდები (steviosides) და რებაუდიოზიდები (rebaudiosides), საქაროზაზე 250–300–ჯერ უფრო ტბილი აღმოჩნდა.
- 100%-ით ნატურალური პროდუქტი;
- სტევიას ექსტრაქტი - სტევიოზიდი 150–300–ჯერ ტკბილია შაქარზე;
- აქვს პრაქტიკულად ნული კალორია;
- ამცირებს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს;
Erytrytol ეს არის დამატკბობელი, რომელიც შედგება პოლიოლისაგან. ერითრიტოლს აქვს ნულოვანი გლიკემიური ინდექსი, არ იწვევს ინსულინის მომატებას და არ შეიცავს კალორიებს.
სხვა შაქრის სპირტებისგან განსხვავებით, ერითრიტოლს არ გააჩნია გვერდითი მოლენები და არ აუარესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
ადამიანებს არ გააჩნიათ ფერმენტები, რომლებიც საჭიროა ერითრიტოლის დაშლისთვის. არ ხდება მისი გადამუშავება, ის შეიწოვება სისხლში და შემდეგ გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. როდესაც ჯანმრთელი ადამიანები იღებენ ერითრიტოლს, სისხლში შაქრის ან ინსულინის დონე არ იცვლება. ასევე, იგი არ მოქმედებს ქოლესტერინზე, ტრიგლიცერიდებზე და სხვა ბიომარკერებზე.
მათთვის, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, დიაბეტი ან სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლურ სინდრომთან, ერითრიტოლი შაქრის შესანიშნავი ალტერნატივაა.
Vitamin Power - SUGAR FREE SWEETENER-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- არის შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა
- არის ძლიერი დამატკბობელი
- არ შეიცავს კალორიებს
- აქვს ნულოვანი გლიკემიური ინდექსი
- არ იწვევს ინსულინის გამოყოფას
- არ გააჩნია გვერდითი მოლენები და არ აუარესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას
- არ მოქმედებს ქოლესტერინზე, ტრიგლიცერიდებზე და სხვა ბიომარკერებზე
- არის დიაბეტური პროდუქტი
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღის განმავლობაში სურვილისამებრ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.