TCM არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი დანამატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაამდიდროთ თქვენი ყოველდღიური დიეტა მაღალი ხარისხის ტრი კრეატინ მალატით.
ტრი-კრეატინ მალატი არის მონოჰიდრატთან ერთად, კრეატინის ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი ფორმა. ფორმულა იქმნება კრეატინის სამი მოლეკულისა და ვაშლის მჟავას შერწყმით, რომელიც განაპირობებს მონოჰიდრატთან შედარებით მაღალ სტაბილურობასა და ბიოშეღწევადობას. კრეატინის სისტემატიური მიღება ხელს უწყობს ფოსფოკრეატინის რაოდენობის გაზრდას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგიით მომარაგებას. კრეატინი ახდენს გავლენას ATP მოლეკულების აღდგენის პროცესზე, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმში ენერგიის ძირითად წყაროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრი-კრეატინი, მონოჰიდრატთან შედარებით, მცირე რაოდენობით ახდენს ორგანიზმში წყლსი დაკავებას. ეს ასპექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ წონაში მატება.
Uns Supplement – TCM-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აუმჯობესებს ძალას, სიჩქარეს და გამძლეობას
– გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა
– გააჩნია მაღალი სტაბილურობა
– ზრდის კუნთოვანი ბოჭკოების მოცულობას
– შეიცავს 4800 მგ ტრი-კრეატინ მალატს ერთ მიღებაზე
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 5 გრამი (1 სავსე კოვზი), 200 მლ წყალში. გამოიყენეთ დღეში ერთხელ, ვარჯიშის დაწყებამდე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.