Uns supplement - Sleepvit - საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც აწუხებს უძილობა, ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემა. Sleepvit დაგეხმარებათ ძილის ნორმალიზებასა და ძილში ორგანიზმის აღდგენითი პროცესების სრულფასოვნად წარმართვაში. ძილის დროს მიმდინარე პროცესები ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია ორგანიზმი მოვამარაგოთ ყველა იმ საჭირო მინერალითა და ვიტამინით, რომლებიც ამ პროცესების სრულფასოვნად წარმართვისთვისაა აუცილებელი.
ძილის დროისა და ხარისხის გაუმჯობესებით, პროდუქტი უზრუნველყოფს გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებასაც.
Sleepvit - შეიცავს კლევებით დადსყურებულ ბუნებრივ, მცენარეულ ექსტრაქტებს და ვიტამინებს.
magnesium (მაგნიუმი) – ხელს უწყობს ღრმა ძილს, ნეირო-კუნთოვანი კავშირის გაუმჯობესებას, ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებასა და მოწესრიგებას. მონაწილეობს ცილების სინთეზში.
vitamin B6 მხარს უჭერს მელატონინის წარმოებას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ადუნებს ორგანიზმს და ეხმარება ძილის ციკლის მოწესრიგებას. იგი მონაწილეობას ჰორმონების, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის წარმოებაში, რაც გავლენას ახდენს განწყობაზე. ასევე ზრდის მაგნიუმის შეწოვას.
მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს ჩვენი ძილის დროსა და ხარისხზე. მისი გამომუშავება დამოკიდებულია განათებაზე. ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს მელატონინს ღამით, როდესაც განათება მაქსიმალურად შემცირებულია. თუმცა ღამით სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დარღვევისას ამ ჰორმონის გამომუშავება მცირდება. შესაბამისად ჩნდება ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემებიც.
გარდა ძილის ხარისხის გაუმჯობესებისა, მელატონინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტსაც. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმომქნის რისკს და უზრუნველყოფს ხარისხიან დასხვენებას. ამასთანავე იგი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აძლიერებს მას.
GABA მიეკუთვნებანეიროტრანსმიტერების ჯგუფს. ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაჭარბებული წარმოების შემცირებას და უზრუნველყოფს ფსიქოფიზიკური ბალანსის შენარჩუნებას. განსაკუთრებით გამოიყენებენ გონების ფუნქციების გასაუმჯობესებლად.
L-theanine და L-tryptophan არის ამინომჟავები, რომელებსაც ადამიანის სხეული არ გამოიმუშავებს და ამასთანავე ისინი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ashwagandha - არის ძლიერი ადაპტოგენი რომელიც ეხმარება ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან ადაპტირებაში, რაც ძალინ მნიშვნელოვანია როგორც აქტიური სპორცმენებისთვის, ასევე მაღალი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის მქონე პირებისთვის.
Uns supplement - Sleepvit - თვისებები და სარგებელი
- ამცირებს სტრესს
- აუმჯობესებს განწყობას
- აჩენს მშვიდობის აქტიურ განცდას
- არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
- აუმჯობესებს ძილის დროსა და ხარისხს
- ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას
- ეხმარება ორგანიზმს ღრმა ძილის ფაზაში შესვლაში
- უზრუნველყოფს ფსიქოფიზიკური ბალანსის შენარჩუნებას
- ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაჭარბებული წარმოების შემცირებას
გამოყენების მეთოდი
მიიღეთ 1 პორცია (3 კაფსულა) დაძინებამდე 30-60 წთ ადრე
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. არ მიირთვათ თუ ალერგიული ხართ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.