UNS – MAGNESIUM არის კაფსულების სახით წარმოდგენილი პროდუქტი, რომელიც შეიცავს მაგნიუმის ადვილად ათვისებად ფორმას, ოპტიმალური დოზით.
პროდუქტის ერთი კაფსულა შეიცავს 750 მგ მაგნიუმის ციტრატს, რომელიც სწრაფად შეიწოვება და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი.
მაგნიუმი დაგეხმარებათ კუნთებისა და ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებაში. მას გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა და აღმოფხვრის მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში. პრეპარატი სწრაფად ამცირებს მაგნიუმის უკმარისობის სიმპტომებს კუნთების სპაზმების სახით და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას, ამცირებს დაღლილობას და ზედმეტ გაღიზიანებას. იგი დადებითად მოქმედებს გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობაზე. აფერხებს არითმიებს, ამცირებს გულის შეტევის რისკს, აქვს ანტიკოაგულანტული თვისებები და არეგულირებს არტერიულ წნევას. დანამატი ასევე ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ამსუბუქებს ასთმისა და ბრონქული დისფუნქციის სიმპტომებს. დიასტოლური ეფექტის გამო - ასევე რეკომენდირებულია ქალებისთვის, რომლებსაც აწუხებთ პრემენსტრუალური სინდრომი და მტკივნეული მენსტრუაცია.
UNS – MAGNESIUM-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აძლიერებს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას
- აწესრიგებს ნერვულ სისტემას
- გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა და სწრაფი შეწოვა
- ხსნის სპაზმს კუნთებში
- ამცირებს დაღლილობას
- ხსნის გაღიზიანებას
- აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 პორცია (3 კაფსულა) დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.