Citrulline Malate არის დიეტური დანამატი, რომელიც წარმოდგენილია ფხვნილის სახით, გემოს გარეშე. ციტრულინი არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის შეტანას და მის ეფექტურ ზრდას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ამ ამინომჟავის მონაწილეობა შარდოვანას ციკლის პროცესში. ეს არის რეაქციების კასკადი, რომელიც ახდენს ორგანიზმიდან ტოქსიკური ამიაკის მოცილებას. ციტრულინი არასაჭირო და მავნე მეტაბოლური პროდუქტებისგან გაწმენდის ერთ – ერთი ბუნებრივი მეთოდია.
Uns Supplement – Citrulline Malate ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას
– აძლიერებს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი)
– მონაწილეობს კუნთის ზრდაში
– ზრდის ძალას დაგამძლეობას
– ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ამიაკისგან
– აძლიერებს ერექციას და სექსუალური დისფუნქციის პრევენციას
– კარგია ნერვული სისტემისა და ტვინის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის
– აქვს ძლიერი ბიოშეღწევადობა
– შეიცავს 4 გ ციტრულინ მალატს, ერთ მიღებაზე
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 4 გ (1 კოვზი) 150 მლ წყალში. გამოიყენეთ დღეში ერთხელ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.