L-carnitine Complex – ამცირებს ჭარბცხიმიანობას და ხელს უწყობს სწრაფად და უსაფრთხოდ მიაღწიოთ სრულყოფილ ფიზიკურ მდგომარეობას. L- კარნიტინი წარმოადგენს ამინომჟავას, რომელსაც გააჩნია ცხიმის წვის თვისებები. მას გადაქვს ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიებში, სადაც ისინი ენერგიად გარდაიქმნებიან. L- კარნიტინი აგრეთვე ხელს უშლის დაბერების პროცესს, არეგულირებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციას და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების და სხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში.
როგორ მუშაობს L-CARTININE COMPLEX ? Real Pharm-ის L-carnitine Complex არის უმაღლესი ხარისხის სუფთა L- კარნიტინი, რომელსაც აქვს სწრაფი შედეგი. პროდუქტი აქტიურად უჭერს მხარს ცხიმის შემცირებას. წვავს ცხიმოვან ქსოვილებს პრობლემურ ადგილებში, აგრეთვე ამცირებს ქრონიკულ დაღლილობას, რომელსაც ხშირად განიცდიან ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ. აჩქარებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და იცავს კუნთოვან ქსოვილს კატაბოლური პროცესებისგან. Real Pharm-ის L- კარნიტინის კომპლექსი არის შესანიშნავი არჩევანი, ვისაც სურს სწრაფად და უსაფრთხოდ შეამციროს ცხიმი და გააუმჯობესოს სხეულის ფუნქცია.
L-carnitine Complex – ის თვისებები
- აძლიერებს ცხიმის წვის პროცესს
- ხელს უწყობს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- ენერგიის დამატებითი წყარო
- იცავს თავისუფალი რადიკალებისგან
- დიეტის და ყოველდღიური დატვირთვების დროს უზრუნველყოფს უკეთესი გამძლეობით
- აუმჯობესებს კუნთების ფუნქციას
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ დღეში ერთხელ 1 პორცია (4გრ). არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.