Nutrex - Collagen არის უმაღლესი ხარისხის მსხვილფეხა საქონლისა და ზღვის კოლაგენის კომპლექსი.
თმა, კანი, ფრჩხილები, კბილები – კოლაგენი არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია მათ სიჯანსაღეზე. იგი ამცირებს ნაოჭებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული გარეგნობისა და სუფთა სახის კანის შენარჩუნებში. კოლაგენი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თმის სტრუქტურის გაძლიერებაში, ფრჩხილებისა და კბილების გამაგრებაში.
ძვალ-სახსროვანი სისტემა – კოლაგენი ზრდის სახსრებისა და ძვლების სიმტკიცეს. გამოიყენება ოსტეოართრიტისა და ოსტეოპორიზიის წინააღმდეგ, კვებავს რა ძვლოვან სისტემას და აძლიერებს მას. მისი დადაებითი გავლენა კვლევებითაა დადასტურებული კბილების, მყესებისა და ხრტილების გასაძლიერებლად.
ჩვენი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს კოლაგენს, თუმცა ამისათვის მას გარკვეული პირობები სჭირდება. კოლაგენის სინთეზისთვის აუცილებელია ორგანიზმში ც-ვიტამინის არსებობა. გარდა ამისა, მის წარმოქმნას ძალიან უშლის ხელს ალკოჰოლი, უძილობა, ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღება, არაჯანსარი კვება. შესაბამისად ადამიანთა უმეტესობა განიცდის მის დეფიციტს.
ისედაც, ბუნებრივად, 30 წლის შემდეგ ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება, შესაბამისად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება გარედან, დანამატის სახით მისი მიღებისა.
Nutrex - Collagen - ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– უზრუნველყოფს ახალგაზრდულ გარეგნობას, სუფთა და ელასტიურ კანს
– აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას, თმასა და ფრჩხილებს
– იცავს კბილებს, მყესებს და ხტრილებს დაზიანებისგან
– შეიცავს საქონლისა და თევზის კოლაგენს
– დამზადებულია ამერიკაში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 პორცია (4 აბი) დღის მანძილზე საკვებთან ერთად
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.