Now – MELATONIN არის ტაბლეტების სახით წარმოდგენილი საკვები დანამატი, რომელის მიღებაც შეუძლიათ როგორც პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს, ასევე უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს.
მელატონინი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ მებრძოლი ანტიოქსიდანტი. იგი ბუნებრივად წარმოიქმნება ტვინში არსებულ ფიჭვისებრ ჯირკვალში და ასევე დიდი რაოდენობით არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მელატონინი მონაწილეობს სხეულის, ტვინისა და ჯირკვლების მრავალ ბიოლოგიურ ფუნქციებში, მათ შორის ნორმალური ძილის / გაღვიძების ციკლების რეგულირებაში, იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის გარსის შენარჩუნებაში.
მელატონინი ყველაზე ხშირად გამოიყენება უძილობის დროს ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ის გამოიყენება ჩაძინების დროის შესამცირებლად და უწყვეტი ძილის ციკლისათვის.
Now – MELATONIN-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ებრძვის თავისუფალ რადიკალებს
– უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანმრთელობას
– არეგულირებს ძილსა და მის ხარისხს
– არის Non-GMO
– ფლობს GMP სერთიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 ტაბლეტი ძილის წინ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.