Now – Kid Cal with Calcium Citrate არის სპეციალურად ბავშვებისთვის შემუშავებული ფორმულა, სადაც გაერთიანებულია სამი უმნიშვნელოვანესი მიკრო ნუტრიენტი: კალციუმი, მაგნიუმი და D ვიტამინი. პროდუქტი წარმოდგენილია სასიამოვნო არომატის მქონე ჩაღეჭვადი აბების სახით.
კალციუმი, მაგნიუმი და D ვიტამინი არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბავშვების ძვლოვანის სიტემის სრულფასოვანი განვითარების მხარდასაჭერად.
კალციუმი არის მთავარი მინერალი ძვლებში. ბავშვებში მისი საკმარისი რაოდენობით მიღება აძლიერებს ძვლებსა და მთლიანად ჩონჩხს, რაც ამცირებს რაქიტის განვითარების რისკს.
გარდა იმისა, რომ მაგნიუმი ძვლებში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია, იგი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 800-მდე ფერმენტულ რეაქციაში. ბავშვებში მაგნიუმის საკმარისი რაოდენობა აძლიერებს ენერგიასა და კონცენტრაციას, უზრუნველყოფს ჯანმრთელი კუნთებისა და ნერვული სისტემის ფორმირებას, ზრდის გულის ჯანმრთელობას და არეგულირებს წნევას, მონაწილეობს ჰორმონალურ ჯანმრთელობაში და სხვა.
D ვიტამინი ეხმარება სხეულს კალციუმის შეწოვასა და ათვისებაში. მისი საშუალებით ხდება ნაწლავიდან კალციუმის სისხლში და ძვლებში ტრანსპორტირება.
Now – Kid Cal with Calcium Citrate-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები
– არის სპეციალურად ბავშვებისთვის შემუშავებული ფორმულა
– შეიცავს კალციუმის, მაგნიუმისა და D ვიტამინის განსაზღვრულ დოზირებას
– აძლიერებს ძვლებს და მონაწილეობს ჩონჩხის სრულფასოვან განვითარებაში
– ამცირებს ბავშვებში რაქიტის განვითარების რისკს
– არის ჩაღეჭვადი აბები და აქვს სასიამოვნო გემო
– ფლობს GMP სერთიფიქატს
– არის Non-GMO
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში. გადაყლაპვადე კარგად ჩაღეჭეთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.