Now – Chewable C-500 არის საღეჭი აბების სახით წარმოდგენილი C ვიტამინი.
ვიტამინი C არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც კარგად არის ცნობილი თავისი მნიშვნელოვანი როლით იმუნური სისტემის მუშაობაში. ეს ასევე არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას სხეულის უჯრედები და მოლეკულები თავისუფალი რადიკალებისა და რეაქტიული ჟანგბადის მოლეკულების მავნე ზემოქმედებისაგან, რომლებიც წარმოიქმნება ნორმალური მეტაბოლიზმის და გარემოს ტიპიური ზემოქმედების დროს. უფრო მეტიც, ეს ასტიმულირებს კოლაგენის ბუნებრივ წარმოებას, ხელს უწყობს ძვლების, კბილების და კანის ჯანმრთელობას და გავლენას ახდენს ფსიქიკური ჯანმრთელობაზე.
Now – Chewable C-500-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისაგან
– აძლიერებს იმუნურ სისტემას
– მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში
– აქვს ბუნებრივი სასიამოვნო გემო და არომატი
– წამოდგენილია ღეჭვადი აბების (ჟელიბონი) სახით
– ფლობს GMP სერთიფიკატს
– არის Non-GMO
– არის ვეგანური
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა, 1-2-ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.