myprotein - extreme gainer blend - თუ თქვენი მიზანია მოიმატოთ წონა, გაზარდოთ ძალა და გამძლეობა მაშინ თქვენ გჭირდებათ მიაწოდოთ თქვენს ორგანიზმს იმაზე მეტი ცილები, ნახშირწყლები და კალორიები ვიდრე ხარჯავთ დღის განმავლობაში, ეს ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ არასწორი ტიპის საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულში არასასურველი ცხიმის დაგროვება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დაaმატოთ თქვენს კვებით რაციონში Extreme Gainer Blend, რომელიც შეიცავს მაღალი ხარისხის 31 გრამ ცილას, რაც აუცილებელია კუნთის მასის ზრდისთვის და 50 გრამ ნახშირწყალს რომელიც ენერგიის პირველი წყაროა თქვენი ორგანიზმისთვის. MyProtein – Extreme Gainer Blend - უნიკალურია იმით, რომ შეიცავს უმაღლესი ხარისხის ცილებს და ნახშირწყლებს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმში კუნთოვანი მასის სწრაფ ზრდას, ვარჯიშის შემდეგ სწრაფ აღდგენას და ფიზიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას. Extreme Gainer Blend-ის დახმარებით წონის მომატება მაქსიმალურად მშრალი კუნთის ხარჯზე ხდება რადგან არ შეიცავს მაღალი რაოდენობით შაქარს და ცხიმს.
Extreme Gainer Blend-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- ერთი პორცია შეიცავს 31 გრ ცილას;
- კვებავს და ზრდის კუნთებს;
- აძლიერებს ფიზიკურ მაჩვენებლებს;
- ერთი პორცია შეიცავს 50გრ ნახშირწყალს;
- მატებს წონას;
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 3 1/3 კოვზი (100 გ) 400-500მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ სავარჯიშო დღეს ვარჯიშის შემდეგ, ხოლო არასავარჯიშო დღეს დილით უზმოზე ან საკვების მიღების შუალედებში. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ყოველდღე.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.