MuscleTech – Mass-Tech Extreme 2000 არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ, წონისა და კუნთოვანი მასის ზრდაში.
პროდუქტი ძირითადად შექმნილია ბოდიბილდერებისათვის, ძალოსნებისათვის და სხვა აქტიური სპორტის სახეობის წარმომადგენლებისათვის, რომელთაც სურთ წონაში მატება და ამავდროულად ძალისა და გამძლეობის გაუმჯობესება.
McleTech®-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს რევოლუციური 5 ერთში ფორმულა, რომელიც შექმნილია წონისა და ძალის ექსტრემალური მატებისთვის. იგი ბევრად უფრო მეტ ცილას აწვდის ჩვენს ორგანიზმს, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა წონის მოსამატებელი საშუალებები. თითოეულ პორციაში წარმოდგენილი 80 გრამი პრემიუმ ხარისხის ცილა უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო ნივთიერების მოწოდებას, რომელიც თქვენს სხეულს წონაში მატებისა და კუნთოვანი მასის გასაზრდელად სჭირდება. იგი შეიცავს მხოლოდ რძის შრატზე დამზადებულ პროტეინს (ვეი პროტეინ კონცენტრატი, ვეი პროტეინ იზოლატი, ვეი პროტეინ ჰიდროიზოლატი).
MASS-TECH® EXTREME 2000-ის ერთი პორცია გვთავაზობს 400 გრამზე მეტ მრავალფაზიან ნახშირწყლის კომპლექსს, რაც გვეხმარება ინსულინის დონის ზრდაში და კუნთებში გლიკოგენის მარაგის შევსებაში. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კრეატინის ეფექტურ შეწოვას და კუნთებამდე მიტანას და სხეულის ექსტრემალურ ანაბოლურ მდგომარეობაში მოყვანას.
პროდუქტი შეიცავს 2000 კალორიას, რომელიც მიღებულია მაღალი ხარისხის შრატის ცილისა და ადვილად გადამუშავებად კომპლექსური ნახშირწყლისაგან.
სხვა გეინერებისგან განსხვავებით, MASS-TECH® EXTREME 2000 შეიცავს კრეატინის კლინიკურად დამტკიცებულ, ეფექტურ დოზას - 10 გ ერთ პორციაზე. კრეატინი დაგეხმარებათ ძალისა და ფიზიკური გამძლეობის მატებაში.
პროდუქტის თითოეული ულუფა, სხეულს აწვდის 17 გრამზე მეტ ბცაა-ს, სადაც 8,2 გრამი არის L-ლეიცინი. ეს არის ამინომჟავა, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ცილის სინთეზში. ამას გარდა, MASS-TECH® EXTREME 2000 ასევე შეიცავს 14,5 გრამ L-გლუტამინს, რაც სრულფასოვანი აღდგენის გარანტიაა.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტი ასევე გამდიდრებულია 20-ზე მეტი სახის ვიტამინითა და მინერალით.
MuscleTech – Mass-Tech Extreme 2000-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს 2000 კალორიას 1 პორციაზე
– შეიცავს 80 გრამ ცილას 1 პორციაზე
– დამატებული აქვს 10 გრამი კრეატინი
– მატებს წონას
– მატებს კუნთოვან მასას
– მატეს ძალას და გამძლეობას
– უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– დამატებული აქვს ბცაა და გლუტამინი
– შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (6 კოვზი) 450-500 მლ წყალში, ან უცხიმო რძეში და მიიღეთ დღეში ერთხელ. ასევე შეგიძლიათ გახსნათ ½ პორცია (3 კოვზი) 300-350 მლ წყალში, ან უცხიმო რძეში და მიიღოთ 2-ჯერ დღეში. მიიღეთ დილით უზმოზე, ვარჯიშის შემდეგ, ან საკვების მიღებებს შორის. პროდუქტის მოხმარების პერიოდში, მიიღეთ ყოველდღიურად 2,5-3 ლ წყალი.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.