MuscleTech – Hydroxycut არის უმაღლესი ხარისხის თერმოგენული ცხიმისმწველი. უმაღლესი ხარისხის ეფექტური ინგრედიენტების მეშვეობით, პროდუქტი გვთავაზობს ძლიერ ცხიმისმწველ და ენერგეტიკულ ეფექტს.
ორ ათწლეულზე მეტია, რაც MuscleTech® მუშაობს მეცნიერებისა და ადამიანის პოტენციალის გაზრდის საკითხზე. Hydroxycut Hardcore® Elite აგრძელებს ამ ტრადიციას ყველაზე თანამედროვე თერმოგენული ფორმულით.
Hydroxycut Hardcore® Elite არის მრავალწლიანი კვლევისა და ტესტირების შედეგი. ეს არის ინოვაციური ფორმულა, რომელიც შექმნილია ეფექტური ცხიმის წვისა და ექსტრემალური ენერგიის მოსამატებლად.
პროდუქტის მთავარი ენგრედიენტი არის რობუსტას ყავის ექსტრაქტი ( canephora robust), რომელიც მიღებულია პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლისაგან. იგი მიიღება მარცვლის მოხალვამდე და აღენიშნება ქლოროგენური მჟავის მაღალი დონე. ქლოროგენულ მჟავას შეუძლია ხელი შეუწყოს წონის კლების პროცესს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი არის L-კარნიტინ L-ტარტრატი. იგი უზრუნველყოფს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედის მიტოქონდრიებამდე, სადაც ხდება მათი ენერგიის წყაროდ გამოყენება. L-ტარტრატი არის კარნიტინის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც გააჩნია სწრაფი შეწოვის თვისება და აქტიურად გამოიყენება ცხიმისმწველ დანამატებში.
პროდუქტი ასევე შეიცავს იოჰიმბის ექსტრაქტს. იგი არის მცენარეული ექსტრაქტი, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს ცხიმოვან უჯრედებში მდებარე ალფა -2 ადრენორეცეპტორები, გამოიწვიოს ცხიმის წვა და წონის კლების პროცესი.
MuscleTech – Hydroxycut-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ამერიკაში
– გავლილი აქვს კლინიკური კვლევები და ტესტირებები
– არის ძლიერი თერმოგენული ცხიმისმწველი
– ხელს უწყობს წონის კლებას
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– აძლიერებს გონებრივ ფოკუსსა და კონცენტრაციას
მიღების წესი და დოზირება:
პირველი 1-3 დღის განმავლობაში მიიღეთ ½ პორცია (1/2 კოვზი) დღეში ერთხელ. შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ 1 პორიცია (1 კოვზი) დღეში ერთხელ, მთავარ კვებამდე 30-60 წუთით ადრე. არ გადააჭარბოთ 2 პორციას 24 საათის განმავლობაში. საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ 60 დღე დიეტასა და ვარჯიშთან ერთად. მხოლოდ ენერგიის მატებისთვის მიიღეთ 1 პორცია, ვარჯიშამდე 15-30 წუთით ადრე. 1 კოვზი გახსენით 250-300 მლ წყალში. მოერიდეთ ძილამდე მინიმუმ 5 საათით ადრე გამოყენებას. ყოველდღიურად მიიღეთ 2,5-3 ლიტრი წყალი.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.