Muscle Care – Crea Matrix – არის სპორტული საკვები დანამატი, რომელიც ამდიდრებს ადამიანის ორგანიზმს სამი სახის კრეატინის კომბინაციით – კრეატინ მონოჰიდრატით, კრეატინ მალატით და კრეატინ ჰიდროქლორიდით, რაც ერთად იძლევა მაქსიმალურ ეფექტს.
CREA MATRIX -ში შემავალი კრეატინით კუნთების მოვლა, კრეატინის საუკეთესო ფორმებისა და მათი სპეციფიკური მოქმედების ერთობლიობაა, რაც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ შეწოვას თითოეულ კუნთში. სიძლიერე და აშკარად გაზრდილი გამძლეობა არის კრეატინის სამმაგი ენერგიის შედეგი. CREA MATRIX აერთიანებს სამი სახის კრეატინს მაქსიმალური სიძლიერისთვის.
კრეატინის მონოჰიდრატი – კრეატინის ყველაზე კლასიკური და ყველაზე პოპულარული ფორმაა, მაღალი ბიოშეღწევადობით. კრეატინის მონოჰიდრატის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სავარჯიშო შესაძლებლობებს, აჩქარებს კუნთების ზრდას და ამაღლებს ვარჯიშის პროცესში ენერგიის აღდგენის სისწრაფეს. კრეატინი კუნთის მოლეკულებში წყალს აკავებს, შედეგად ხდება წონის მატება და კუნთები არის უკეთეს ტონუსში.
კრეატინის მალატი – არის უფრო სწრაფად ხსნადი მონოჰიდრატთან შედარებით და ამავე დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩვენი სხეულის ენერგეტიკულ ცვლაში კრეატინის მოქმედების გაზრდით. მისი მოქმედება ნაკლებად სანახაობრივია ანუ ვიზუალურად იმდენად არ გამოიხატება რამდენადაც ზრდის ძალასა და გამძლეობას.
კრეატინის ჰიდროქლორიდი (HCL) – არის კრეატინის ერთერთი საუკეთესო ფორმა, რომელსაც ახასიათებს უმაღლესი ხსნადობა, სტაბილური ბიოლოგია და ძლიერი კონცენტრაცია, რაც უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას. კრეატინის ჰიდროქლორიდი ნაკლებად აკავებს წყალს, მისი მცირე დოზების გამოყენება ხელს უწყობს კუნთების სიმტკიცის გაზრდას და ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
CREA MATRIX -ის თვისებები:
- აერთიანებს სამი სახის კრეატინს;
- მატებს ძალას;
- აკავებს წყალს;
- ხელს უწყობს მშრალი კუნთის ზრდას;
- მატებს გამძლეობას;
- აღადგენს ენერგიას ვარჯიშის პროცესში;
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 კოვზი (6.5გ) 200-300 მლ წყალში და მიიღეთ დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის შემდეგ . საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ყოველდღე.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.