Kevin Levrone - LevroPump - ვარჯიშამდე მისაღები pre-workout-ია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ვარჯიშის დროს, იქნება ეს მეტი გამძლეობა, უფრო მძიმე წონების აწევა, საუკეთესო ფამფი თუ ხანგრძლივად და ენერგიულად ვარჯიში.
Kevin Levrone - LevroPump შემადგენლობა:
Beta-alanine - არის ამინომჟავა, რომლიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ავლენს და მძიმე ვარჯიშის პირობებში, იცავს კუნთის უჯრედებს დაშლისაგან. ამინომჟავა ჰისტიდინთან ერთად იგი ქმინს ერთგვარ დამცავ ბარიერს კუნთის უჯრედების გარშემო და იცავს მათ ხანგრძლივი, ინტენსიური ვარჯიშის პირობებში დაღლისაგან.
Taurine - სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებაში. ასევე ბლოკავს კატაბოლურ ჰორმონებს და ხელს უშლის დაღლილობის დაწყებას. მატებს ორგანიზმს ენერგიას და სტრესისადმი მდგრადობას.
Citruline malate - არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის შეტანას და მის ეფექტურ ზრდას. ეს ამინომჟავა ახდენს ორგანიზმიდან ტოქსიკური ამიაკის მოცილებას. ციტრულინი ორგანიზმში მოხვედრისას თირკმელებში გარდაიქმნება ამინომჟავა ლ-არგინინად, რომელსაც აქვს მაღალი ბიოათვისებადობა. ამიტომ საუკეთესო შედეგისთვის ეს 2 ამინომჟავა გამოიყენება ერთდროულად.
Arginine alpha-ketoglutarate (ლ-არგინინი) - არის ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობს ცილისა და კრეატინის სინთეზში, აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას და ზრდის მასში ჟანგბადის მიწოდებას. ვარჯიშის წინ მისი მიღება ზრდის ფამფის ეფექტს, გამძლეობას და ძალას. იდეალურია მათთვის ვისაც სურს კუნთოვანი მასის მატება. ლ-არგინინი გამოდევნის ორგანიზმიდან ამიაკს, აზოტის ნარჩენებს და ზრდის იმუნიტეტს.
L-Tyrosine - ამცირებს გონებრივ და ფიზიკურ დაღლილობას, რომელიც წარმოიშვება ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შედეგად. ტიროზინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ზრდის კონცენტრაციას მაღალი დატვირთვის პერიოდში.
Caffeine - ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერებს სისხლის მიწოდებას ტვინში და ზრდის ტვინის ფუნქცია-შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ აისახება ორაგნიზმის პროდუქტიულობასა და ენერგო-მაჩვენებელზე.
Kevin Levrone - LevroPump - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას
– აძლიერებს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი)
– ზრდის კუნთებსა და ვენებს მოცულობაში
– ზრდის ძალას და გამძლეობას
– ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
– ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ამიაკისგან
– აუმჯობესებს კონცენტრაციას და ტვინის ფუნქციებს
რეკომენდებული გამოყენება: გახსენით 2 კოვზი ფხვნილი (12 გ) 150-250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 15-30 წთ ადრე.
რეკომენდაცია: საუკეთესო შედეგისთვის შეგიძლიათ ამ დანამატში გაურიოთ ნებისმიერი კრეატინი.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.