Kevin Levrone - Anabolic amino ტაბლეტების სახით წამროდგენილი კომპლექსური ამინომჟავებია. რაც ნიშნავს რომ, ცილის სხვადასხვა სახეობებიდან არის წარმოებული. კერძოდ: ძროხის ხორცის იზოლატისგან, რძის შრატის იზოლატისგან და რძის კაზეინისგან.
ხორცის ამინომჟავები მიიღება ძროხის ხორცის ჰიდროლიზაციის პროცესის გავლით, რაც გულისხმობს ხორცის ცილის თავისუფალ ამინომჟავებად დაშლასა და ცხიმისა და ქოლესტერინისაგან გასუფთავებას. ეს ყოველივე უზრუნველყოფს მის სწრაფ ათვისებას ორგანიზმის მიერ. მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში ის უკვე სისხლში გადადის და იწყებს ანაბოლიზმის პროცესს.
რძის შრატის ამინომჟავები გამოირჩევა BCAA ამინომჟავებისა და გლუტამინის ყველაზე მაღალი შემცველობით.
რძის კაზეინის ამინომჟავებს სხვა ცილის ტიპებთან შედარებით, ყველაზე ხანგრძლივი მონელებისა და ათვისების დრო ახასიათებს, რაც განაპირობებს კუნთებში ამინომჟავების გრძელვადიან და სტაბილურ მიწოდებას. კაზეინის ცილა იწოდება როგორც ანტიკატაბოლური ცილა, რაც ნიშნავს, რომ აჩერებს კუნთის დაშლას და იცავს მას.
Kevin Levrone - Anabolic amino შეიცავს ოცივე ამინომჟავას, განსაკუთრებით დიდი დოზით: ბცაა-ს, გლუტამინს, არჯინინს, გლიცინს. ეს ამინომჟავები უზრუნველყოფენ კოლაგენის და ზოგადად ცილის სინთეზს, რომელიც აუცილებელია კუნთები, მყესების, ლიგატების და შემაერთებელი ქსოვილების ჯანმრთელობისათვის. Anabolic amino ამინომჟავები იდელურია მათთვის, ვისაც სურს მაღალი ხარისხის, მშრალი კუნთოვანი მასის მატება.
იგი ასევე შეიცავს ტესტოსტერონის ასამაღლებელ ფორმულას, რომელიც არის უმთავრესი მამაკაცური, ანაბოლური ჰორმონი.
D-Aspartic acid - არის ბუნებრივი ამინომჟავა, რომელიც ახდენს სათესლე ჯირკვლების სტიმულაციას - გამოიმუშავონ უფრო მეტი ტესტოსტერონი.
კვლევებმა aჩვენა რომ, ის მამაკაცები, ვინც იღებდა ამ ამინომჟავას, დღის განმავლობაში 42%-ით უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებდნენ ტესტოსტერონს, ვიდრე ის ჯგუფი, რომელიც მას არ მოიხმარდა.
Tribulus terrestris - ზრდის თავისუფალი ტესტოსტერონის დონეს. აძლიერებს ლიბიდოს და აღმოფხვრის ერექციულ დისფუნქციას. მატებს ენერგიას და მოტივაციას.
Kevin Levrone - Anabolic amino-ს მიღება:
-ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
-უზრუნველყოფს აღდგენას
-მატებს ძალას და ენერგიას
-აუმჯობესებს ცილის სინთეზს
-ამცირებს დაღლილობას და ტკივილს კუნთებში
-ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას
-ზრდის ტესტოსტეორნის დონეს ბუნებრივად
-აუმჯობესებს სექსულაურ ფუნქციებს
გამოყენების წესები და დოზები
დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ 9-20 აბი. ერთ მიღებაზე საშუალოდ 3-6 აბი. გააჩნია თქვენს წონას, კვების რეჟიმს, დატვირთვას და მიზანს.
საუკეთესო დროა: ყოველ კვებამდე 30 წთ ადრე. კვებებს შორის შუალედში. ვარჯიშამდე 30 წთ ადრე და ვარჯიშის დასრულებისთანავე. კონკრეტული დროები შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე.
გაფრთხილება
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.