Ironmaxx – 100% Whey Protein არის გერმანიაში დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროტეინი, უგემრიელესი არომატებით და ცილის მაღალი კონცენტრაციით.
100% Whey Protein შეიცავს 37 გრამ ცილას პორციაზე და აერთიანებს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას,რაც უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას და მაქსიმალური შედეგს . ეს პროდუქტი გამოცდილია სპორტის წამყვანი სპეციალისტების მიერ და დამზადებულია მაღალხარისხიანი იგრედიენტებისგან.
IronMaxx® 100% რძის შრატის პროტეინი შეგავსებთ უმაღლესი ხარისხის ცილით და დაგეხმარებათ ინტენსიური ფიზიკური აქტივობის პიროებში შეინარჩუნოთ ძალა, ენერგია და კუნთოვანი მასა. სხვა პროტეინ შეიკებისაგან განსხვავებით, ამ პროდუქტს გააჩნია ძლიერი ხსნადობა, არ საჭიროებს რძეს და მისი გახსნა თავისუფლადაა შესაძლებელი წყალშიც.
პროტეინი შეიცავს კუნთოვანი მასის მშენებლობისათვის საჭირო ამინომჟავების სრულ სპექტრს და უზრუნველყოფს მათ კუნთის ბოჭკოებში სწრაფ მიწოდებას.
აღსანიშნავია, რომ კომპანია გვთავაზობს გემოების მრავალფეროვან არჩევანს და გამოირჩევა ორიგინალური და ეგზოტიკური არომატებით. თუ მოგბეზრდათ სტანდარტული გემოს პროტეინ შეიკების ყოველდღიური მიღება, IronMaxx საუკეთესო არჩევანია.
Ironmaxx – 100% Whey Protein-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის მაღალი ხარისხის რძის შრატის კონცენტრატი
– ახასიათებს 100% ხსნადობა
– შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს
– გამოირჩევა მრავალფეროვანი და ეგზოტიკური გემოებით
– მონაწილეობს ცილის სინთეზში
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
– უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
– ზრდის კუნთოვან მასას
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 50 გ (4 სუფრის კოვზი) 250 მლ წყალში და მიიღეთ 1-4-ჯერ დღეში, დილით უზმოზე, ვარჯიშის წინ, ვარჯიშის შემდეგ და ძილის წინ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.