Golden Kings – კედარის ზეთი არის არარაფინირებული და არადეზოდორირებული ექსტრა ვირჯინი, რომელიც დამზადებულია მექანიკურად, ცივი დაწნეხვის მეთოდით. ეს უგემრიელესი ზეთი მზადდება ვიტამინების შემანარჩუნებელი სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ფიჭვის კაკლის გულისგან.
ზეთის დამუშავების პროცესში არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია, ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები ინახება “ცოცხლად” და ბუნებრივად. ამ გზით დამზადებული ზეთები ყველაზე ფასეულია კვების და სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით, ისინი ინარჩუნებენ ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტს და ვიტამინს, რომლებსაც შესანიშნავად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი. ფიჭვის კაკლის გულის ზეთი არის უნიკალური, ბუნებრივი პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. მისი სინთეზი შეუძლებელია.
კედარის ზეთი კონცენტრირებული ფორმით შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B3 (PP), B6, D, E, F, K. ვიტამინ E- ს მაღალი შემცველობა, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის შემცირებას და შეუცვლელ როლს ასრულებს ყველა რეპროდუქციულ პროცესსა და გენიტალური ზონის ფუნქციონირებაში. კედარის ზეთი 5-ჯერ მეტ ომეგა -3 და ომეგა -6 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ვიდრე ზეითუნის ზეთი. იგი ცალსახად არის ნუტრიენტების ნამდვილი საწყობი. მისი გამოყენება რეკომენდებულია დიდ ქალაქებსა და ეკოლოგიურად დაბინძურებულ სხვა ადგილებში მცხოვრებთათვის, ასევე ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის მქონე ადამიანებისთვის.
როგორც უნიკალური ბუნებრივი საკვები პროდუქტი, კედრის ზეთს არ აქვს უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები. კედარის ზეთი ყოველთვის ითვლებოდა დელიკატესად. მისი საოცარი გემო და არომატი არ დაგტოვებთ გულგრილს. ეს უგემრიელესი და ჯანსაღი ზეთი გამოიყენება ყველანაირი სალათის, ნებისმიერი ბოსტნეულის კერძის, სუპებისა და ბურღულეულის მოსამზადებლად.
Golden Kings – კედრის ზეთის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არის უჯერი ცხიმების შესანიშნავი წყარო
– შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B3 (PP), B6, D, E, F, K.
– არის ომეგა -3 და ომეგა -6 ცხიმოვან მჟავების ძლიერი წყარო
– მიღებულია ცივი დაწნეხვის მეთოდით და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს
– აქვს სასიამოვნო გემო და არომატი
მიღების წესი და დოზირება:
მოიხმარეთ დღის განმავლობაში საჭირობისამებრ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.