FA Nutrition - Platinum micellar casein - ორგანიზმს აწვდის უმაღლესი ხარისხის კაზეინს რძისგან. კაზეინი არის სპეციალური სახის ცილა, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შთანთქმის დრო. კაზეინის ნელი მონელება იწვევს ამინომჟავების დაბალანსებულ გამოყოფას სისხლში (რამდენიმე საათამდე). გარდა ამისა, BCAA-ს და გლუტამინის მაღალი შემცველობა თითოეულ პორციაში დამატებით უზრუნველყოფს ხანგრძლივ ანტი-კატაბოლურ ეფექტს. ამის გამო, PLATINUM MICELLAR CASEIN-ს შეუძლია დათრგუნოს კუნთების კატაბოლიზმი.
Platinum micellar casein -ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- შეიცავს ფერმენტების კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს მიწოდებული კაზეინის მაქსიმალურ მონელებას
- ამინომჟავების თითქმის 100% იწოვს ორგანიზმი
- იწვევს ცილის სინთეზის ძლიერ სტიმულაციას, რაც საშუალებას იძლევა მყისიერი აღდგენის და კუნთების სიძლიერის
- ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას
- გააჩნია გრძელვადიანი ანაბოლური ეფექტი
- BCAA-ს და გლუტამინის მაღალი შემცველობა თითო პორციაზე
ხელს უწყობს "ღამის" ანაბოლური ჰორმონების აქტივობის პიკს
რეკომენდირებული გამოყენება:
შეურიეთ 1 კოვზი ფხვნილი (30 გრ) 300 მლ წყალს, რძეს ან წვენს. დალიეთ 1 პორცია კვებას შორის და 1 პორცია ძილის წინ 30-60 წუთით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.