ტესტოსტერონი მთავარი მამაკაცური ჰორმონია, რომელიც ძირითადად ძილის დროს გამოიყოფა, ასევე მძიმე ფიზიკური ვარჯიშის დროს.
ჩვენს ორგანიზმში მისი დონე მაქსიმუმს აღწევს დილის 7-8 საათისკენ, ხოლო საღამოს 7-8 საათისთვის მინიმუმამდე ჩამოდის.
სწორედ ეს ბუნებრივი ციკლი გაითვალისწინეს FA Nutrition-ის სპეციალისტებმა და შექმნეს მართლაც უნიკალური პროდუქტი Alpha Test.
სხვა ტესტო-ბუსტერებისგან განსხვავებით, მას უნიკალურს ხდის ორგანიზმის საჭიროებიდან გამომდინარე მისი დღისა და ღამის ფაზებზე გადანაწილებული კომპონენტები.
Alpha Test AM (დილის ფორმულა) გვეხმარება მაქსიმალურად დიდხანს და მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ტესტოსტერონი დღის მანძილზე. იგი შეიცავს ისეთი კომპონენტებს როგორიცაა:
D-Aspartic acid - არის ბუნებრივი ამინომჟავა, რომელიც ახდენს სათესლე ჯირკვლების სტიმულაციას - გამოიმუშავონ უფრო მეტი ტესტოსტერონი.
კვლევებმა aჩვენა რომ, ის მამაკაცები, ვინც იღებდა ამ ამინომჟავას, დღის განმავლობაში 42%-ით უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებდნენ ტესტოსტერონს, ვიდრე ის ჯგუფი, რომელიც მას არ მოიხმარდა.
Rhodiola rosea root extract - აქვს ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტური თვისება. იგი იცავს უჯრედებს სტრესისგან და ეხმარება ტესოსტერონის დონის შენარჩუნებაში.
Resveratrol - ბლოკავს ესტროგენს და ხელს უშლის ტესტოსტერონის შემცირებას.
B6, B12 და B9 (ფოლიუმის მჟავა) ვიტამინები - მონაწილეობენ უჯრედული ენერგიის მეტაბოლიზმში და სტეროდიული ჰორმონების, განსაკუთრებით ტესტოსტერონის სინთეზში. ამცირებენ ესტროგენის დონეს.
Alpha Test PM (ღამის ფორმულა) კი შეიცავს ისეთ საჭირო ექსტრაქტებსა და მინერალებს, რომლებიც მონაწილეობენ ტესტოსტერონის წარმოქმნაში:
Fenugreek seed extract - კვლევებმა აჩვენა რომ, 12 კვირის განმავლობაში, დღიურად 500 მგ ფენგრიკის გამოყენებამ გაზარდა ტესოსტერონი 46-90%-ით. გარდა ამისა, იგი ამცირებს დეჰიდროტესტოსტერონის დონეს, ეს არის ჰორმონი, რომლის მატებაც იწვევს თმის ცვენას მამაკაცებში.
Tribulus terrestris - ზრდის თავისუფალი ტესტოსტერონის დონეს. აძლიერებს ლიბიდოს და აღმოფხვრის ერექციულ დისფუნქციას. მატებს ენერგიას და მოტივაციას.
Zinc, Magnesium, Vitamin B6 (ZMA) - აწესრიგებს ძილს. რაც უფრო ღრმად გძინავთ, მით უფრო მეტ ტესტოსტერონს გამოიმუშავებს ორგანიზმი. მაგნიუმი ამშვიდებს ორგანიზმს და აღადგენს კუნთებს. Zinc - მონაწილეობს ტესოსტერონის წარმოქმნაში და სპერის ხარისხის გაუმჯობესებაში.
სარგებელი რომელსაც გვაძლევს Alpha Test-ის გამოყენება:
- მატებს ტესტოსტერონს
- აუმოჯბესებს სექსუალურ ფუნქციებს
- მატებს კუნთოვან მასას (ვარჯიშის შემთხვევაში)
- ამცირებს დაღლილობას და მატებს ენერგიას
- აწესრიგებს ძილს და ნერვულ სისტემას
- ამცირებს ქოლესტერინსა და ცხიმს
- მატებს მოტივაციას და თავდაჯერებას
მიღების წესი და დოზირება:
Alpha Test AM (დილის ფორმულა) - მიიღეთ 5 აბი საუზმის დროს ან საუზმის მერე.
Alpha Test PM (ღამის ფორმულა) - მიიღეთ 4 აბი დაძინებამდე 30-60 წთ ადრე.
გაფრთხილება
არ მიიღოთ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაგიჩნდათ უჩვეულო სიმპტომები, თუ შეამჩნიეთ კანზე გამონაყარი ან მოგცათ სხვა ალერგიული რეაქცია. არ მიიღოთ 18 წლამდე ასაკის ადამიანებმა.ამ პროდუქციის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ თქვენ მკურნალობთ ან გარკვეული დიაგნოზი გაქვთ დასმული რაიმე დაავადებაზე, ან ღებულობთ მედიკამენტურ საშუალებებს. ამ პროდუქციის არასწორი მიღება ვერ მოგცემთ შედეგებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ისე, როგორც არის მითითებული. შეინახეთ გრილ და მშრალ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.