Evlution Nutrition – L-carnitine 500 არის კაფსულების სახით წარმოდგენილი ლ-კარნიტინი.
L- კარნიტინი არის ამინომჟავა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულში დასაწყობებული ცხიმის საწვავად გამოყენებაში. იგი უზრუნველყოფს ცხიმოვანი მჟავების უჯრედებამდე ტრანსპორტირებას, სადაც ხდება მათი გადამუშავება და ენერგიად გარდაქმნა. L- კარნიტინი ასევე აძლიერებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ვარჯიშის დროს ენერგიისა და გამძლეობის მომატებას.
Evlution Nutrition – L-carnitine 500-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს ცხიმოვანი მოლეკულების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირებას და საწვავად გამოყენებას
– აჩქარებს მეტაბოლიზმს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– აჩქარებს აღდგენას
– არ შეიცავს სტიმულანტებს
– დამზადებულია ამერიკაში, GMP სერტიფიცირებულ საწარმოში
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა 1-3-ჯერ დღეში. მოიხმარეთ საკვების მიღებებს შორის, ვარჯიშამდე 30-45 წუთით ადრე და ვარჯშის დასრულებისთანავე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.