Evlution Nutrition – Collagen Peptides არის ჰიდროლიზებული კოლაგენის გაფილტრული ფორმა, რომელიც დაშლილია მცირე პეპტიდებად და უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.
პროდუქტი შეიცავს I და III ტიპის კოლაგენ პეპტიდს, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმში კოლაგენის ყველა სხვა ტიპის წარმოებას. კოლაგენი არის კანის, კუნთების, ძვლების, თმის, სახსრების, ხრტილებისა და სხვა ქსოვილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშენი მასალა, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მცირე რაოდენობით აწარმეობს ადამიანის ორგანიზმი.
Evlution Nutrition – Collagen Peptides ხელს უწყობს სხეულის კოლაგენით მომარაგებას და სხვა ცილების წარმოებას, მათ შორის ელასტინის. ელასტინი მხარს უჭერს კანის სტრუქტურულ სიძლიერეს. კოლაგენი ასევე შეიცავს ამინომჟავებს- ჰიდროქსიპროლინსა და პროლილ-ჰიდროქსიპროლინს, რომლებიც მონაწილეობენ ჰიალურონის მჟავის წარმოებაში. თავის მხრივ ჰიალურონის მჟავა მნიშვნელოვნად ზრდის კანის ტენიანობას.
კოლაგენი ჩვენს სხეულს აწვდის ამინომჟავებს, რომლებიც წარმოადგენენ თმისა და ფრჩხილების ძირითად სამშენებლო ბლოკს. ამგვარად, კოლაგენი ამცირებს მტვრევადობას, აუმჯობესებს ფრჩხილების სიმტკიცეს და უზრუნველყოფს პრიალა, ჯანმრთელი თმის ზრდას.
ჩვენს სახსრებში არსებული ხრტილები და ძვლები მუდმივ სტრესს განიცდიან, ამიტომ ისინი ხშირად ცვდება და ზიანდება. კოლაგენი უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის ზრდასა და აღდგენას, წარმოადგენს ძვლების სიმტკიცის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს.
Evlution Nutrition – Collagen Peptides ფერმენტული ჰიდროლიზის საშუალებით დაშლილია ძალზედ მცირე პეპტიდებად, რაც უზრუნველყოფს მის ძლიერ შეწოვასა და უკეთეს ბიოშეღწევადობას.
Evlution Nutrition – Collagen Peptides-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს I და III ტიპის ჰიდროლიზებულ კოლაგენს
– აძლიერებს ძვლებსა და სახსრებს
– აუმჯობესებს თმის, კანისა და ფრჩხილების სტრუქტურულ სიძლიერეს
– მონაწილეობს კუნთების მშენებლობაში
– ასტიმულირებს ორგანიზმში სხვა ტიპის კოლაგენების წარმოებას
– არის კეტო მეგობრული
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-250 მლ წყალში ან თქვენს საყვარელ სასმელში (წვენი, ყავა, სმუზი) და მიიღეთ დღეში ერთხელ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.