ბიო ლუკუმა არის მინერალების, ვიტამინებისა და ცხიმოვანი მჟავების წყარო, ამიტომ მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული SUPERFOOD-ის კატეგორიას, ანუ ჯანმრთელობის გამაძლიერებელი თვისებების მქონე საკვებს. ლუკუმა არის რკინისა და ბოჭკოს მდიდარი წყარო, ის ასევე შეიცავს ვიტამინ B3-ს და ბეტა-კაროტინს. ეს არის ბუნებრივი დამატკბობელი დაბალი გლიკემიური ინდექსით. მასში შემავალი რკინა ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ბოჭკოვანი კი წმენდს ორგანიზმს. ბეტა-კაროტინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და აძლიერებს იმუნიტეტს.
რა არის SUPER FRUIT?
ეს არის გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე საკვები, რომელსაც აქვს სასარგებლო ეფექტი ორგანიზმზე. ისინი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მათ შორის C ვიტამინს. მათი რეგულარული მოხმარება ზრდის ჩვენი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას, აძლიერებს ჩვენს ორგანიზმს შესაძლო ინფექციებისა და გაციების წინააღმდეგ.
რას ნიშნავს მწვანე ფოთოლი შეფუთვაზე?
მწვანე ფოთლის ლოგო ნიშნავს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. მისი ინგრედიენტები მომდინარეობს სერტიფიცირებული ორგანული მეურნეობიდან პესტიციდების დამატების გარეშე და არ არის გენმოდიფიცირებული.
მიღების წესი: შეურიეთ 1-2 ჩაის კოვზ რძეს, იოგურტს ან წვენს, დაამატეთ მარცვლეულს, დესერტს და სალათებს. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში მშრალ და გრილ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.