Dexter jackson - Gold L-Carnitine Liquid არის პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი წონისაგან გათავისუფლებაში.
პროდუქტი წარმოდგენილია სითხის სახით და შეიცავს L-კარნიტინის მაქსიმალურ, 3000 მილიგრამიან დოზირებას. L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული.
დამატებით შეიცავს 200 მიკროგრამ ქრომიუმსაც.
ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- უზრუნველყოფს წონაში კლებას
- ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს
- აჩქარებს მეტაბოლიზმს
- ამცირებს მადას
- გააჩნია როგორც ლიპოტროპული, ასევე თერმოგენული თვისებები
- მატებს ენერგიასა და გამძლეობას
- დადებითად მოქმედებს ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე
- არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 პორცია (1 სუფრის კოვზი - 15 მლ) ვარჯიშამდე 20-30 წთ ადრე. არასავარჯიშო დღეს მიიღეთ დილით საუზმემდე 30-40 წთ ადრე
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.



მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.