სპილენძი, მნიშვნელოვანი მინერალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის

სპილენძი მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ერთ ერთ მთავარ როლს თამაშობს ორგანიზმის კეთილდღეობაში.

სპილენძი მონაწილეობს:

სისხლის წითელი უჯრედები წარმოებაში

ნერვული უჯრედების და იმუნური სისტემის მხარდაჭერაში

კოლაგენის ფორმირებაში, ცილა, რომელიც ხელს უწყობს ძვლებისა და ქსოვილების ჯანმრთელობას

რკინის სინთეზირებაში

გლუკოზის ენერგიად გარდაქმნაში

სხეულს არ ესაჭიროება დიდი რაოდენობით სპილენძი, მაგრამ როდესაც ადამიანს მისი დაბალი დონე აღენიშნება, ამან შეიძლება დააზარალოს მისი ჯანმრთელობა.

გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს სპილენძი უფრო დიდი რაოდენობით სჭირდება.

სხეულში სპილენძის სერიოზული ნაკლებობა იშვიათია, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი ნიშანი იმისა, რომელიც ადასტურებს, რომ გაგაჩნიათ მისი დეფიციტი:

ანემია

სხეულის დაბალი ტემპერატურა

ძვლის დაკარგვა

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა

არარეგულარული გულისცემა

ფერმკრთალი კანი

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

სპილენძის საკვები წყაროებია:

ზღვის პროდუქტები

ძროხის ღვიძლი, თირკმელები ან გული

თხილი

ლობიო

გამდიდრებული მარცვლეული

ხილი და ბოსტნეული

შავი პილპილი

მნიშვნელოვანია დაამყაროთ ბალანსი თქვენს ორგანიზმში სპილენძისა და თუთიის რაოდენობას შორის. თუ იღებთ სპილენძის დანამატს, უნდა მიიღოთ თუთიის დანამატიც. არ მიიღოთ ისინი ერთდროულად. დაელოდეთ თუთიის მიღებიდან სულ მცირე 2 საათს სპილენძის მისაღებად.

დაცვა ოსტეოპოროზისგან

ორგანიზმში არსებული სპილენძის დაახლოებით ორი მესამედი ინახება ძვლებში და კუნთებში, ხოლო სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ჯანმრთელობაში. ხუთი კვლევის მიმოხილვამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ სპილენძის საკვებდანამატებს შეუძლიათ შეანელონ ძვლის დაკარგვა.

კოლაგენის წარმოება

სპილენძი ხელს უწყობს კანისა და შემაერთებელი ქსოვილების ჯანმრთელობას. ფერმენტი, სახელად ლიზილ ოქსიდაზა, რომელიც შეიცავს სპილენძს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი კანის ხელშეწყობაში.

კოლაგენის გარკვეული ტიპები ასევე ხელს უწყობს სახსრების ჯანმრთელობას. სხვა მიკროელემენტებთან ერთად, როგორიცაა ვიტამინი D და ვიტამინი E, ის აძლიერებს კოლაგენის აქტივობას, რომელიც გავლენას ახდენს მუხლებზე, თეძოებზე და სხვა ხრტილებზე.

იმუნური ფუნქცია

სპილენძი ეხმარება ნეიტროფილებს, მონოციტებს, T ლიმფოციტებს და სხვა ინფექციებთან მებრძოლ უჯრედებს იმუნური სისტემის სწორად ფუნქციონირებაში. მას ასევე აქვს ანტიმიკრობული თვისებები, რომელიც ეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში და ეხმარება ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებაში.

სპილენძს ასევე აქვს ძირითადი ანტიოქსიდანტური თვისებები და ის აძლიერებს უნარს, მართოს ანთებითი პროცესები.

ნეირონული სიგნალიზაცია

სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ჯანმრთელობაში და პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ გადასცემს სხეული სიგნალებს ნერვული სისტემის მეშვეობით. ორგანიზმში არსებული სპილენძის დაახლოებით 9% ტვინშია.

მკვლევარები მუშაობენ, რათა გაიგონ მისი როლი ალცჰეიმერის დაავადების, პარკინსონის დაავადების, ინსულტის, ტვინის კიბოს და სხვა ნევროლოგიური დარღვევების დროს.