საკვები დანამატები კარდიო ვარჯიშის დროს

საკვები დანამატები კარდიო ვარჯიშის დროს

ნახშირწყლები, ეს არის საკვები ნივთიერების ის ფორმა, რომელიც განსაკუთრებით ესაჭიროება იმ სპორტსმენებს, რომლებიც კარდიო ტიპის ვარჯიშებით ან აქტივობებით ხშირად კავდებიან.(მაგალითად სირბილი, ველოსპორტი.) მას შემდეგ, რა სხეული გამოიყენებს ჩვენს მიერ შენახულ ნახშირწყალს, ორგანიზმი გადადის ცხიმის ენერგიად გამოყენებაზე. ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად ხდება მდგრადი აქტივობის შემდეგ.

თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც აქტიურად მონაწილეობს კარდიო ტიპის აქტივობებში, ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენად ახერხებთ საჭირო ნახშირწყლების მიღებას. საშუალო ინტენსივობის დროს გამოყენებული ენერგიის უმეტეს ნაწილ (მათ შორის სირბილი და ველოსიპედი)მართავს კუნთებში დაგროვილი გლიკოგენი, რომელიც სათანადო დაშლის შემდეგ ენერგიის ძირითადი წყარო ხდება, ხოლო მისი ამოწურვისას საჭირო ენერგი გლუკოზისა და ცხიმოვანი მჟავებისგან მიიღება.

ნახშირწყლების მონელების სიჩქარე დამოკიდებულია მის გლიკემიურ ღირებულებებზე, ხოლო მათი მონელების სიჩქარეს კი გლიკემიური ინდექსი ეწოდება. რაც უფრო მაღალი აქვს ნახშირწყლებს გლიკემიური ინდექსი, მით უფრო სწრაფად შეიწოვება, ხოლო რაც უფრო დაბალია გლიკემიური ინდექსი, პირიქით უფრო ნელა შეიწოვება.

გლიკემიური ინდექსი დაკავშირებულია ინსულინთან, რომელიც არის ძალიან ძლიერი ანაბოლური ჰორმონი. ინსულინი გამოიყოფა ნახშირწყლების მიღებისას, როდესაც ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება, შესაბამისად ინსულინიც მომენტალურად იმატებს.

თუ ნახშირწყლები ნელა შეიწოვება, ინსულინის მატებაც უფრო ნელი და სტაბილური იქნება. რთული მოლეკულური ნახშირწყლები განსაკუთრებულ სარგებელს ახდენს ვარჯიშის დროს.

ენერგიის ძირითად წყარო ვიღებთ საკვებიდან, ამიტომ, კარგი იქნება მიირთვათ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები, ვარჯიშამდე 3-4 საათით ადრე.

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები უფრო ნელა იშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულს ექნება ენერგიის უწყვეტი შესაძლებლობა დიდი ხნის განმავლობაში.

თუმცა, კარდიო აქტივობისას ორგანიზმს დამატებით ესაჭიროება ენერგია,. ზუსტად ამ მიზეზით არსებობს ნახშირწყლოვანი საკვებდანამატები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ ენერგეტიკული რესურსის შევსებაში.

განვიხილოთ ის საკვებდანამატები რომლებიც დიდ დახმარებას გაგიწევთ კარდიო სესიების დროს.

ენერგეტიკული გელები

ენერგეტიკული გელები უსწრაფესად უზრუნველყოფ ენერგიას. ამიტომ ეს საკვებდანამატები ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ვარჯიშის წინ, ასევე შუა პროცესში, როდესაც ენერგიის დეფიციტი იქმნება.

 

ენერგეტიკული გელები პრაქტიკული საკვებდანამატია. მასში შედის მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები, რომელიც სისხლში მოხვედრისას მომენტალურად გარდაიქმნება ენერგიად. (ძალიან ბევრი მორბენალი ან ველოსპორტსმენი აქტივობის პროცესში იღებს მსგავსი ტიპის გელს დამატებითი ენერგიის უზრუნველსაყოფად) სწრაფ მოქმედებასთან ერთად ენერგეტიკული გელები  შეიცავს 200 მგ კოფეინს თითო პორციაზე, რაც აუმჯობესებს გამძლეობას და არ შეგაფერხებთ ვარჯიშის დროს.

ელექტროლიტები

 ელექტროლიტებს უწოდებენ საკვები ნივთიერებების კრებულსაც. ისინი საჭიროა კარდიო აქტივობისას. განსაკუთრებით კი:კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი. ელექტროლიტები აუცილებელია ორგანიზმისთვის და საჭიროა სხეულის მრავალი ავტომატური პროცესისთვის. ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია ელექტროლიტებით შევსება, რადგან კარდიო დატვირთვისას დიდი რაოდენობით ოფლი გამოიყოფა.

კალციუმი აძლიერებს ძვლის სიმტკიცეს. კარდიო დატვირთვისას, განსაკუთრებით კი სირბილის დროს, საკმაოდ იტვირთება ძვალ სახსროვანი სისტემა. ასევე კალციუმი საჭიროა ენერგიის მეტაბოლიზმისთვის, კერძოდ, იგი ხელს უწყობს მაკროელემენტების ენერგიად გარდაქმნას, რომელსაც სხეული საწვავად იყენებს.

კალციუმის მსგავსად, მაგნიუმი მთავარ როლს თამაშობს ენერგიის მეტაბოლიზმში და ძვლების ჯანმრთელობაში. ამის გარდა იგი ასევე ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის დონეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უკანასკნელი ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც აძლიერებს და ასტიმულირებს სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს.

კალიუმი. ელექტროლიტური ფუნქციების გარდა, იგი საჭიროა კუნთების რეგულარული ფუნქციონირებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის დასრულების შემდეგ, ვიზრუნოთ კუნთოვანი ქსოვილის სრულფასოვან აღდგენაზე.

გლუკოზა

გლუკოზა ნახშირწყლების უმარტივესი ფორმაა, ისევე როგორც შაქარი. მოლეკულურ დონეზე, ეს ნიშნავს, რომ მასზე წვდომა ორგანიზმს ძალიან სწრაფად შეუძლია. ამიტომაც არის რომ, გლუკოზა გამოიყენება მყისიერი ენერგიის უზრუნველსაყოფად.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გლუკოზა ზრდის შრომისუნარიანობასა და გამძლეობას ვარჯიშის დროს.

დექსტროზა, (გლუკოზის ერთ ერთი ფორმა)წარმოიქმნება იგივე ბიოქიმიური სტრუქტურის სიმინდისგან. იგი იძლევა იგივე სწრაფ ენერგეტიკულ მუხტს, რაც უზრუნველყოფს ენერგიის გრძელი ციკლით გამოყენების შესაძლებლობას.