როგორ მოვაგვაროთ ლიბიდოს პრობლემები?

ლიბიდო განისაზღვრება, როგორც ადამიანის სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური აქტივობის სურვილი.

ლიბიდოსთან დაკავშირებული პრობლემები ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. კერძოდ კი, ქალების 32 პროცენტს და მამაკაცების 15 პროცენტს აქვს მასთან დაკავშირებული პრობლემები.

ლიბიდოს თანდათანობითი დაქვეითება ნორმალურია. თუმცა ამის ერთადერთი ბუნებრივი მიზეზი ასაკის მატება უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ თუ მამაკაცი ან ქალი იმყოფება ნორმალურ ასაკში და მაინც აქვს სუსტი ლიბიდო, საქმე გვაქვს „შეძენილ პრობლემასთან“ რომელიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ.

მაგალითად მამაკაცის შემთხვევაში, თუ სიბერე არ არის ლიბიდოს შემცირების საფუძველი, იგი შეიძლება იყოს დეპრესიაში ან განიცდიდეს ძლიერი სტრესს.

მამაკაცებში დაბალი სექსუალური ლტოლვის სხვა შესაძლო მიზეზებია: ისეთი მედიკამენტების ხშირი გამოყენება, რომელსაც აქვს ძლიერი გვერდითი მოვლენები, მამრობითი სქესის ჰორმონის (ტესტოსტერონის) შემცირება, ენდოკრინული აშლილობა და ასე შემდეგ.

ტესტოსტერონის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია (ED), ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მამაკაცს არ შეუძლია ერექციის მიღწევა ან შენარჩუნება.

რაც შეეხება ქალებში ლიბიდოს პრობლემებს, ამის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა ძირითადში იგი მოიცავს სოციოკულტურულ ზემოქმედებას (სამუშაო სტრესი და ყოველდღიური ყოფითი პრობლემები)

ლიბიდოს გაძლიერება/შემცირებაზე, გავლენას ახდენს ორი ძირითადი ბიოლოგიური ქიმიკატი, ესენია: დოფამინი და პროლაქტინი. დოფამინი აძლირებს ლიბიდოს, ხოლო პროლაქტინი ამცირებს მას.

მაგალითად თუ თქვენ იღებთ რაიმე მედიკამენტს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გაზარდოს პროლაქტინის, ან პირიქით შეაფერხოს დოფამინის გამოყოფა. ამ ორიდან თუნდაც ერთ მოქმედებას, შეუძლია დაასუსტოს ლიბიდო და გამოიწვიოს სხვა სექსუალური პრობლემები.

სექსუალური პრობლემების გარდა, მამაკაცებში საჭიროზე მეტი პროლაქტინი იწვევს ბევრ ფსიქოლოგიურ პრობლემას, ასევე სხეულის მასის ინდექსის (BMI) არასწორ პროპორციას(მეტი ცხიმი, ნაკლები კუნთოვანი მასა) და სხვა არაჯანსაღ შეგრძნებებს.

თუ BMI შესამჩნევად მაღალია, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

დიუკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭარბწონიან ადამიანებში 25-ჯერ უფრო მეტია სექსუალურ პრობლემებ.

საკვებდანამატები, რომელიც ხელს აძლიერებს ლიბიდოს

ტრიბულუსი

Tribulus terrestris დიდი ხანია გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, როგორც აფროდიზიაკი.(სექსუალური ლტოლვის გამაძლიერებელი) იგი მნიშვნელოვნად ზრდის ლიბიდოს.

ზოგიერთმა მკვლევარმა დაადგინა, რომ როდესაც შემცირებული სექსუალური ლტოლვის მქონე მამაკაცები მოიხმარდნენ 750-1500 მგ Tribulus terrestris ორი თვის განმავლობაში, მათი ლტოლვა გაიზარდა 79%-ით.

იოჰიმბე

იოჰიმბი დიდი ხანია გამოიყენება სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ. იგი ხელი უწყოს გლუვი კუნთების მოდუნებას (ერექციული დისფუნქციის წინააღმდეგ ბრძოლა) რის შედეგადაც უმჯობესდება სექსუალური ფუნქციები.

კვლევებ დასტურებს, რომ იოჰიმბეს შეუძლია გაზარდოს სისხლის მიმოქცევა ეროგენულ ზონაში, რა დროსაც მატულობს ნერვულ იმპულსები, რომლებიც მთავარ როლს თამაშობ სექსუალურ ჯანმრთელობაში.

ჟენშენი

დადასტურებულია რომ ჟენშენ აძლიერებს ლიბიდოს, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც აქვთ მენოპაუზა. სტატისტიკურად ამ ტიპის ქალებში მატულობს დეპრესია, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს სექსუალურ ფუნქციებზე.

ოფიციალური კვლევის შედეგად დადგინდა, ჟენშენის მიღება სასარგებლოა ერექციული დისფუნქციის (ED) სამკურნალოდ. ჟენშენში აღმოჩენილი ნაერთები იცავს მამაკაცის სასქესო სისტემას ოქსიდაციური სტრესისგან, რაც თავის მხრივ დამხმარეა ნორმალური ფუნქციის დაბრუნებაში.

 

გარდა ამისა, რომ ჟენშენ ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, ნაერთ, რომელიც აუმჯობესებს მამაკაცის სასქესო ორგანოში განლაგებულ კუნთების მოდუნებას და ზრდის სისხლის მიმოქცევას.

რკინა

რკინის ძირითადი ფუნქციაა სისხლში ჟანგბადის გადატანა ჰემოგლობინის მეშვეობით. რაც უფრო მეტი რკინა გაქვთ თქვენს სხეულში, მით მეტი  ჰემოგლობინი გამომუშავდება, რომელიც აუცილებელია საკმარისი სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის. ეს პროცესი ერთ ერთ მთავარ როლს თამაშობს სექსუალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

თუ ადამიანს აღენიშნება რკინადეფიციტური ანემია, მაშინ აუცილებელია მისი აღმოფხვრა, რადგან ერთ ერთი მიზეზი სუსტი ლიბიდოს ზუსტადაც რომ შეიძლება რკინა იყოს.

ასეთ სიტუაციაში გამოიყენეთ რკინის ჩელატი, რომელიც სხვა ვერსიებთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება. მეტი სინთეზური ეფექტისთვის მიიღეთ იგი C ვიტამინთან ერთად.