რა არის მეთიონინი?

მეთიონინი არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც გვხვდება ორგანიზმში. მისი მთავარი დანიშნულებაა ცილების და პეპტიდების შექმნა.  პირველად მეთიონინი აღმოაჩინა ამერიკელმა ბაქტერიოლოგმა ჯონ ჰოვარდ მიულერმა 1921 წელს. მეთიონინი გვხვდება ისეთ საკვებში როგორიცაა, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ასევე თხილი და მარცვლეული.

როგორ მუშაობს სხეულში? ადამიანის სხეული იყენებს მეთიონინს კრეატინის, სხვა ტიპის ამინომჟავის დასამზადებლად. გარდა ამისა, L მეთიონინი შეიცავს გოგირდს, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ჯანსაღი ზრდისა და მეტაბოლიზმისთვის. ის პასუხისმგებელია ნაერთის წარმოქმნაზე, რომელიც ცნობილია როგორც (s-adenosylmethionine ან "SAM-e"), მეთიონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი აუცილებელი ნივთიერებების წარმოებაში როგორიცაა: ნეიროტრანსმიტერები, დოფამინი, სეროტონინი, მელატონინი და უჯრედის მემბრანები.

მეთიონინი ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი მას დამოუკიდებლად აწარმოებს, L მეთიონინის  დამატება საკვები დანამატის სახით, აუცილებელია ჭრილობების დროული შეხორცებისას, პარკინსონის დაავადებისას, გარკვეული ალერგიის დროს და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მეთიონინი ბევრი კუთხით ეხმარება სხეულს ფუნქციონირებაში. თუმცა, მნიშვნელოვანია მასზე სრულ ინფორმაციას ვფლობდეთ.

მოდით განვიხილოთ მეთიონინის სარგებელი უახლესი კვლევების საფუძველზე.

ვარჯიში და ძვლის სიმტკიცე

მეთიონინის მიღება კარგი საშუალებაა მათთვის ვისაც სურს გააუმჯობესოს ფიზიკური აქტივობა.  უკეთ რომ გავიგოთ, როგორ მოქმედებს ამ მხრივ მეთიონინი, განვიხილოთ კვლევა, რომელიც ჩაატარა ტაივანის ეროვნულმა უნივერსიტეტმა.

კვლევა მიმდინარეობდა დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში, რომლის შედეგები მიუთითებს, რომ ვარჯიშის დროს მეთიონინის გამოყენება ეხმარება ძვლის მასის ზრდას და მის ბუნებრივ ძვლის სიმტკიცეს. სწორედ ამიტომ, მეთიონინი ითვლება ერთ ერთ აუცილებელ ამინომჟავად ვარჯიშის დროს.

ძვლები ერთ ერთ მთავარ როლს ასრულებს, კუნთოვანი მასის ზრდაში. თუ ადამიანს არ ექნება მყარი და მტკიცე ძვლები, გაუჭირდება პროგრესი, რადგან კუნთოვანი ქსოვილი მთლიანად გადაკრულია ძვალ-სახსროვან სისტემაზე. ანუ, რამდენადაც ადამიანისთვის პრიორიტეტული იქნება კუნთოვანი მასის ზრდა, იმდენად მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოს ძვლების ჯანმრთელობას.

წონის კლება

კრეატინი არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება მეთიონინიდან. კრეატინი არა მხოლოდ აუმჯობესებს ფიზიკურ კონდიციებს, არამედ ხელს უწყობს კუნთებისა და ცხიმების თანაფარდობას.

ამ აზრს ამტკიცებს კვლევა, რომელში მონაწილეობა 14-მა ზრდასრულმა მამაკაცმა მიიღო. კვლევის დროს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული სისტემების, მათ შორის ჟანგბადის შეწოვისა და სისხლში ლაქტატის გამოყენებაზე. შედეგებმა აჩვენა ფიზიკური აქტივობის ზრდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია კრეატინის ზემოქმედებით და იმ უნარით, რომელიც მას გააჩნია კუნთებისა და ცხიმების უკეთესი თანაფარდობის კუთხით.

ღვიძლის ჯანმრთელობა

ღვიძლის დაავადებები 21-ე საუკუნეში საკმაოდ გავრცელებულია. ყველაზე ხშირი კი ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება. მეთიონინი გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის მუშაობაზე, რომელიც ღვიძლის მიერ კონტროლდება. ღვიძლის დაავადება უფრო თვალსაჩინოა მსოფლიოს ისეთ ადგილებში, სადაც არის არასრულფასოვანი კვების პრობლემა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენება.

კვლევა მიუთითებს მეთიონინის მიღება ვიტამინებთან B6 და B12-თან ერთად, ეხმარება ღვიძლს სრულფასოვან მუშაობასა და დაავადებებთან ბრძოლაში.

გამოყენების წესი

მეთიონინის გამოყენება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგალითად, რამდენად ცდილობთ სხვა ამინომჟავები მიიღოთ, როგორია თქვენი ფიზიკური აქტივობის დონე და ასე შემდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილია მეთიონინის გამოყენების საშუალო საჭიროება:

2-5 წლამდე  27 მგ/კგ/დღეში

10-12 წლამდე 22 მგ/კგ/დღეში

18+ ზევით 13 მგ/კგ/დღეში

გვერდითი მოვლენები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეთიონინის მიღება შესაძლებელია საკვებიდან და ამ მხრივ ყოველთვის რეკომენდებულია, როგორც პირველადი წყარო. ხოლო უშუალოდ საკვები დანამატის სახით უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება არსებობს.

შეჯამება

სხეული იყენებს მეთიონინს კრეატინის შესაქმნელად, იგი შეიცავს გოგირდს და პასუხისმგებელია SAMe-ზე, რაც ერთობლივად მოიცავს იმუნური სისტემის, ნეიროტრანსმიტერების და უჯრედული მემბრანების სწორ ფუნქციონირებას.

მეთიონინის შემცველი საკვების სია საკმაოდ გრძელია. თუმცა, მისი ყველაზე მაღალი რაოდენობა გვხვდება ხორცსა და თევზში. ვეგანებს მეთიონინის მიღება შეუძლია, საკვებდანამატებიდან: სპირულინა და სეზამის თესლი.