Nature's Truth ერთ ერთი გამორჩეული ამერიკული ბრენდია, რომლის დაარსების მიზანიც არის, რომ შექმნას სანდო, მაღალი ხარისხის საკვებდანამატები, რომლებიც შეუფერხებლად მოერგება ჯანსაღი ცხოვრების წესს.
წლიწან წლამდე კომპანია საკმაოდ დიდ პროგრესს და განვითარებას განიცდის. Nature's Truth მეცნიერები და დიეტოლოგები ავითარებენ ფორმულებს, რომლებიც ეფექტური და უსაფრთხოა.
კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ სანდო მომწოდებლებთან, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ინგრედიენტების მოპოვებას. სწორედ ამიტომ, კომპანიაში სრულად არის უზრუნველვყოფილი გამჭვირვალობის საკითხი.
კვლევა და განვითარება
კომპანიაში პროდუქტის შექმნის პროცესი იწყება კვლევისა და განვითარების გუნდით, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან უახლეს სამომხმარებლო ტენდენციებს, რათა შექმნან რაც შეილება სწრაფად სასურველი პროდუქტები საკვებდანამატების ბაზარზე.
ინგრედიენტები
რაც შეეხება ინგრედიენტების მოპოვებას, კომპანიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, თავად ინახულებენ მწარმოებლებს. ეს იქნება ფერმა, სადაც ინგრედიენტების შეგროვება ხდება და მზადდება.
Nature's Truth ყველა მომწოდებელთან აქვს ერთი და იგივე მითითებები, მოთხოვნები და კვალიფიკაციის პროცესი, რათა უზრუნველყონ ის სტანდარტები და ღირებულებები, რაც კომპანიის შესაბამიშობაში იქნება.
წარმოების პროცესი
პროდუქციის დამზადებისას, Nature's Truth იყენებს წარმოების რამდენიმე ფაზას, რაც გარანტიას იძლევა, რომ წარმოების პროცესი 100% შეესაბამება BRCGS-ის სერტიფიცირებულ საწარმოო ობიექტს.
BRCGS (ბრენდის რეპუტაციის შესაბამისობის გლობალური სტანდარტები) არის წამყვანი გლობალური ბრენდი და მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს სტანდარტებს სურსათის უვნებლობის, შეფუთვის, შენახვისა და განაწილების შესახებ.
BRCGS სერთიფიკატი ეხმარება სურსათის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს აჩვენონ თავიანთი ვალდებულება უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქტების წარმოებაში. სტანდარტები მოიცავს საკვების წარმოების სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის ჰიგიენას, მიკვლევადობას და რისკის მართვას, რაც უზრუნველყოფს გარანტიას როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე დაინტერესებული მხარეებისთვის.
BRCGS აღიარებულია როგორც გლობალური სურსათის სტანდარტი, რომელიც ინიცირებულია 1998 წელს. იგი წარმოადგენს სურსათის უვნებლობის პირველ სტანდარტს, რომელიც აღიარებულია GFSI ორგანიზაციის მიერ 2000 წელს. ეს აკრედიტაცია ხაზს უსვამს მის შესაბამისობას GFSI-ის მკაცრ საორიენტაციო კრიტერიუმებთან.
BRCGS ფუნქციონირებს როგორც ხარისხის მართვის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს როგორც სურსათის უვნებლობას, ასევე ხარისხის წინაპირობებს, რაც აუცილებელია საკვების მწარმოებლების მიერ სერტიფიცირებისთვის.
ამიტომაც Nature's Truth მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მიაწოდონ უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური პროდუქტები საუკეთესო ღირებულებით.
საერთო ჯამში კომპანია მუდმივად ცდილობს განვითარებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ ინოვაციური და მათი საჭიროებების შესაბამისი პროდუქტები.