MUIRA PUAMA მრავალ საუკუნოვანი გამოყენების მცენარე

Muira Puama, ეს არის ხე, რომლის სამშობლოც ამაზონია. ის იზრდება  სიმაღლეში 5 მეტრამდე აქვს თეთრი ყვავილები, ჟასმინის მძაფრი სურნელით. მიუხედავად იმისა, რომ Muira Puama ბრაზილიური წარმოშობისაა, იგი გვხვდება ინგლისურ მედიცინაში.

Muira Puama საუკუნეების განმავლობაში ცნობილია როგორც სექსუალური ლტოლვის გამაძლიერებელი საშუალება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.(ერექციული დისფუნქციის გასაუმჯობესებლად).

1. ლიბიდოს მხარდაჭერა

Muira Puama-ს საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ამაზონელები ასაკთან დაკავშირებული სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ. ბრაზილიაში ის გაყიდვაშიც კი იყო, როგორც მასტიმულირებელი, ენერგიული მატონიზირებელი და აფროდიზიაკი.

Muira Puama- ფესვი და ქერქი მდიდარია არსებითი ცხიმოვანი მჟავებითა და მცენარეული ნივთიერებებით. ცნობილია, რომ ამ ნივთიერებებს შეუძლია გააძლიეროს სექსუალური სურვილი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. აქტიური ინგრედიენტები მოქმედებენ თავის ტვინში არსებულ ქიმიკატებზე(დოფამინი, ნორადრენალინი და სეროტონინი), რაც ასტიმულირებს ნერვებს. ამ გზით ხდება სქესობრივი ჰორმონების მხარდაჭერა.

სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებია გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები (LPCs), სტეროლები, კუმარინი, ტანინები, ტრიტერპენები და ეთერზეთები (ბეტა-კარიოფილინისა და ალფა-ჰუმულენის ჩათვლით).

 

მუირა პუამა შეიცავს სტეროლებს, სასქესო ჰორმონების სამშენებლო ბლოკებს, როგორიცაა ტესტოსტერონი. სტეროლები უზრუნველყოფენ რელაქსაციას კავერნოზული კორპუსის დროს - ეს არის ღრუბლისებრი უბანი, რომელიც ინარჩუნებს სისხლს ერექციის დროს. ეს რელაქსაცია საშუალება ძლევა უფრო მეტ სისხლი შემოვიდეს სასქესო სისტემაში რის შედეგადაც ხდება უფრო ძლიერი და მტკიცე ერექცია.

2. მეხსიერება და შემეცნება*

Muira Puama დაგეხმარებათ მეხსიერების და სიფხიზლის გაუმჯობესებაში. მას შეუძლია დათრგუნოს ნივთიერება რომელსაცაცეტილქოლინესტერაზა“, ეწოდება. აცეტილქოლინესტერაზა არის ფერმენტი, რომელიც ანგრევს ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინს. აცეტილქოლინი ძირითადად მონაწილეობს ნერვული უჯრედების იმპულსების გადაცემაში და აუცილებელია შემეცნებისა და მეხსიერების ფუნქციებისთვის.

3. თმის ცვენა

ასაკის მატებასთან ერთად, თმის ცვენა პრობლემური საკითხია, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. Muira Puama-ში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გამოკვებას და ერთ ერთ საუკეთესო პროდუქტად აქცევს თმის ცვენის დროს.

4. პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) არის ფიზიკური და ფსიქიკური ჩივილების ერთობლიობა, რომელიც ხდება მენსტრუაციის წინა პერიოდში. Muira Puama შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც შეუძლიათ ძლიერად მიბაძონ ესტროგენს. აქედან გამომდინარე, Muira Puama შეუძლია დაეხმაროს ქალის ორგანიზმს სტრესულ პერიოდებში.