ლიზინი მიეკუთვნება იმ აუცილებელი სახის ამინომჟავებს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზმში ცილების მშენებლობაზე.
სხეულს არ შეუძლია ლიზინის დამოუკიდებლად შექმნა. მისი მიღება შესაძლებელია საკვებიდან, ან საკვებდანამატის სახით. ლიზინი აუცილებელია ისეთი პროცესებისთვის, როგორიცაა ზრდა, ქსოვილების აღდგენა და კოლაგენის ფორმირება.
ლიზინი მნიშვნელოვანია სწორი ზრდისთვის და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარნიტინის წარმოებაში. ეს არის საკვები ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია ცხიმოვანი მჟავების ენერგიად გარდაქმნაზე და ქოლესტერინის შემცირებაზე.
გარდა ამისა ლიზინი ეხმარება სხეულს კალციუმის ათვისებაში და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის ფორმირებაში, ეს არის ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილებისთვის, მათ შორის კანის, მყესებისა და ხრტილებისთვის.
ლიზინით მდიდარი საკვებია: კვერცხი, ოსპი, ხორცი, რძის პროდუქტები და თევზი. თუმცა დოზირების გამო, ლიზინის მიღება საკვებდანამატის სახით გაცილებით ეფექტურია.
სარგებელი
ჰერპეს ვირუსი და კოლაგენის წარმოება (HSV)
ლიზინის რეგულარულად მიღება ხელს უშლის გაციების დროს ჰერპესის( HSV) გავრცელებას. ეს იმიტომ, რომ ლიზინს აქვს ანტივირუსული ეფექტი არგინინის აქტივობის ბლოკირებით, რაც ხელს უწყობს HSV-ის წარმოქმნას.
ლიზინი მნიშვნელოვანია კოლაგენის ფორმირებისთვის. კოლაგენი ლორწოვანი გარსის მეშვეობით ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. ლიზინის საკვებდანამატების მიღება აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას, რის საფუძველზეც შესაძლებელია წყლულები და ანთების (მუკოზიტი) თავიდან აცილება.
ოსტეოპოროზის პრევენცია
ლიზინს იცავს ორგანიზმს ოსტეოპოროზისგან, ეს არის დაავადება, რა დროსაც ძვლები ხდება სუსტი და მტვრევადი. ლიზინი ხელს უწყობს და ზრდის კალციუმის შეწოვას ორგანიზმში, რომელიც აუცილებელი მინერალია ძვლების ჯანმრთელობისთვის.
კვლევები ადასტურებს, რომ ლიზინის მიღება, არგინინთან ერთად, აუმჯობესებს ძვლის უჯრედების აქტივობას და ზრდის კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობაში.
კუნთის მუშაობა
ლიზინით მდიდარი საკვები ან საკვებდანამატები იცავს კუნთს ცილების დაშლისგან და აუმჯობესებს ძალას. ასე რომ, ლიზინი გამოიყენება როგორც ცილოვანი დანამატი, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ორგანიზმში კორტიზოლის დონე ძალიან მაღალია. ასეთ დროს, თუ არ მოხდება საკმარისი ამინომჟავების მიღება, ამან შეიძლება გამოიწვიოს კატაბოლიზმი.(იგივე კუნთის შლა, როდესაც კორტიზოლი შლის ცილას ამინომჟავებად)
ამცირებს შფოთვას
ლიზინი ამცირებს შფოთვით სიმპტომებს, თუმცა მსგავს სიტუაციაში იგი რეკომენდირებულია არგინინთან კომბინაციაში.
სხეულს სჭირდება ამინომჟავები, მათ შორის ლიზინი და არგინინი ნეიროტრანსმიტერების წარმოებისთვის. ეს ქიმიური მესინჯერები ნერვულ უჯრედებს კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.
ამინომჟავების დაბალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი, რაც პირველი მიზეზია შფოთვითი აშლილობის.
დოზირება
ლიზინის გამოყენება დამოკიდებულია თქვენი სხეულის წონაზე და იმ მიზეზზე რის გამოც მისი მიღება გსურთ.
საშუალოდ რეკომენდირებული დოზაა 3000 მგ - 6000 მგ ყოველდღიურად. კვლევები ადასტურებს, რომ, თუნდაც 6000 მგ ლიზინის გამოყენება დღეში არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
ლიზინის უფრო მაღალი დოზებიც ითვლება უსაფრთხოდ, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მიმართოთ ჯანდაცვის პროვაიდერს.
ამინომჟავების უმეტესობის მსგავსად, ლიზინის საკვებდანამატები არის უსაფრთხო, განურჩევლად დოზირებისა.(ორსულობის ან ძუძუთი კვებისას, ნუ გამოიყენებთ ლიზინის საკვებდანამატებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი არ დაგნიშნავთ)
ასევე საკვებდანამატი არ არის რეკომენდირებული „ლიზინური“ ცილის შეუწყნარებლობის მქონე ადამიანებისთვის. ეს შეუწყნარებლობა იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ შეუძლია გარკვეული ამინომჟავების მონელება და გამოყენება, მათ შორის ლიზინის.