კოენზიმის სასარგებლო თვისებები

კოენზიმი, იგივე CoQ10 არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება გულში, ღვიძლში, თირკმელებში და პანკრეასში.

კოენზიმი ეხმარება უჯრედებს ენერგიის გამომუშავებაში ანტიოქსიდანტ ადენოზინ ტრიფოსფატის (ATP) წარმოქმნით, რომელიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

არსებობს კოენზიმის ორი ფორმა: 1უბიქინოლი, რომელიც არის CoQ10-ის შემცირებული ფორმა, ხოლო 2.უბიქინონი, არის მისი დაჟანგული ფორმა. სხეულში კოენზიმის ორივე ვარიაცია არსებობს, თუმცა უბიქინოლი ჭარბობს, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევაში.

კოენზიმი Q10 აუცილებელია ორგანიზმში მრავალი ორგანოსა და ქიმიური რეაქციის სათანადო ფუნქციონირებისთვის. მას გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია გარკვეულ დაავადებებთან ბრძოლაში.(გულის უკმარისობა, მაღალი წნევა, ღრძილების დაავადება, პარკინსონის დაავადება, სისხლის ინფექციები, კუნთების გარკვეული დაავადებები)

ოქსიდაციურმა სტრესმა შეიძლება ხელი შეუშალოს უჯრედების რეგულარულ ფუნქციონირებას და წარმოშვას სხვადასხვა პრობლემები. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ქრონიკული დაავადება დაკავშირებულია CoQ10-ის დაბალ დონესთან. CoQ10 გამომუშავება ასაკთან ერთად მცირდება.

CoQ10 დაბალი დონის ძირითადი მიზეზებია:

მიტოქონდრიული დაავადებები

ოქსიდაციური სტრესი

სარგებელი

1. ნაყოფიერების გაუმჯობესება

ასაკთან ერთად , ქალის ნაყოფიერება უფრო რთული ხდება, რადგან მცირდება ხელმისაწვდომი კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი.

კოენზიმი უშუალოდ მონაწილეობს ამ პროცესში. ასაკთან ერთად, CoQ10 გამომუშავება ნელდება, რაც ორგანიზმს ნაკლებად ეფექტურს ხდის კვერცხუჯრედების დაცვაში ოქსიდაციური დაზიანებისას.

კოენზიმის საკვებდანამატები იცავს და აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს.

ანალოგიურად ხდება მამაკაცის შემთხვევაშიც, რადგან სასქესო სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჟანგვითი დაზიანების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სპერმის რაოდენობის შემცირება, ცუდი ხარისხი და უნაყოფობა.

ანტიოქსიდანტური დაცვის გაზრდით CoQ10-ი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, აქტივობას და კონცენტრაციას.

3.კანის სიჯანსაღე

მავნე ელემენტებმა, როგორიცაა უჯრედების დაზიანება ან ჰორმონალური დისბალანსი, იწვევს კანის ტენიანობის შემცირებას და ფენების გათხელებას.

CoQ10 პირდაპირ კანზე გამოყენება ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ჟანგვითი დაზიანების და ნაოჭების სიღრმის შემცირებას.

4.თავის ტკივილი

დარღვეულმა მიტოქონდრიულმა ფუნქციან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედებში ენერგიის დაბალი დონე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შაკიკის განვითარებას.

ვინაიდან CoQ10 ძირითადად ცხოვრობს უჯრედების მიტოქონდრიაში, იგი  სასარგებლოა შაკიკის სამკურნალოდ.

ამას ადასტურებს ხუთი სხვადასხვა კვლევა, რომელმაც ეფექტურად შეამცირა შაკიკის ხანგრძლივობა და სიხშირე.

 

5. ვარჯიშის ხარისხი

შაკიკის გარდა, დარღვეული მიტოქონდრიული ფუნქცია ამცირებს კუნთების ენერგიას, რაც ართულებს მის სრულ შეკუმშვას და ხარისხიან ვარჯიშს.

CoQ10 ეფექტურად ებრძვის ზემოთ ნახსენებ პრობლემას, და ოქსიდაციური სტრესის შემცირებით აუმჯობესებს ვარჯიშის ხარისხს.

გარდა ამისა, CoQ10-ის საკვებდანამატები ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას, რაც ასევე პოტენციურად ნიშნავს ვარჯიშის გააუმჯობესებას.

6.გულის ჯანმრთელობა

კოენზიმი აუმჯობესებს გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომებს.  ზოგიერთი კვლევა ასევე ვარაუდობს, რომ სხვა საკვებ ნივთიერებებთან შერწყმისას, CoQ10 ეხმარება იმ ადამიანების გამოჯანმრთელებას, რომლებმაც გაიარეს შემოვლითი და გულის სარქვლის ოპერაცია.

გულის უკმარისობის ისეთი რისკის ფაქტორები, როგორიცაა მაღალი წნევა და გულის კორონარული დაავადება, ხშირად იწვევს ოქსიდაციურ სტრესს და უჯრედების დაზიანებას. კვლევები აჩვენებს, რომ CoQ10-ს შეუძლია გააუმჯობესოს სიმპტომები და შეამციროს გულთან დაკავშირებული გართულებების რისკი.