რა არის კელპი?
კელპი არის, ყავისფერი ზღვის მცენარეების სახეობა, რომელიც იზრდება არაღრმა, საკვები ნივთიერებებით მდიდარ მარილიან წყალში.
კელპი ასევე აწარმოებს ნაერთს, რომელსაც ეწოდება ნატრიუმის ალგინატი, რომელსაც ხშირად იყენებენ საკვებში.
კვებითი სარგებელი
კელპი აქტიურად შთანთქავს საკვებ ნივთიერებებს და ამის გამო იგი მდიდარია:
ვიტამინებით
მინერალებით
სხვა მნიშვნელოვანი ელემენტებით
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, კელპი იოდის ერთ-ერთი უხვი და ბუნებრივი საკვები წყაროა. ხოლო რაც შეეხება იოდს, იგი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების აუცილებელი კომპონენტია.
იოდის დაბალმა დონე იწვევს:
მეტაბოლიზმის დარღვევას
ფარისებრი ჯირკვლის გაფართოებას
სხვადასხვა გართულებებს
იოდი ხელს უწყობს
ენერგიის დონის ამაღლებასს
ტვინის ფუნქციურ გაუმჯობესებას
კელპი ასევე შეიცავს ისეთ ვიტამინებსა და მინერალებს როგორიცაა:
ვიტამინი K1
ფოლიუმის მჟავა
მაგნიუმი:
რკინა
ვიტამინი A
პანტოტენის მჟავა
კალციუმი
მაგალითად, ვიტამინი K და კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ჯანმრთელობაში, ხოლო ფოლიუმის მჟავა აუცილებელია უჯრედების რეგენერაციისთვის.
დაავადებასთან ბრძოლის უნარი
ანთება და სტრესი ითვლება მრავალი ქრონიკული დაავადების რისკ-ფაქტორად. კელპი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შორის კაროტინოიდებით და ფლავონოიდებით, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების გამომწვევი თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას.
ანტიოქსიდანტური მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, ხელს უწყობს ოქსიდაციურ სტრესს და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის დაცვას.
იზოლირებულ უჯრედებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კელპში ნაპოვნი ნაერთი, რომელსაც ეწოდება ფუკოიდანი, ხელს უშლის ფილტვის და პროსტატის კიბოს გავრცელებას.
წონის კლება
კელპი შეიცავს ბუნებრივ ბოჭკოს, რომელსაც ალგინატს უწოდებენ. ჟურნალში Food Chemistry გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალგინატს შეუძლია ხელი შეუწყოს ლიპაზის - ფერმენტს, რომელიც ამუშავებს ცხიმს - 72 პროცენტამდე დაბლოკვას.
კვლევები ასევე ვარაუდობენ, რომ ყავისფერ ზღვის მცენარეებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გლიკემიის მართვაზე და შეამცირონ სისხლში გლუკოზის დონე. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.