კალიუმი, დეფიციტი და სიმპტომები

კალიუმი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულის ფუნქციონირებისთვის. ის ატარებს ელექტრო მუხტს და ააქტიურებს ნერვულ და უჯრედულ ფუნქციებს.

კალიუმი მნიშვნელოვანია სხეულის სითხის წონასწორებისთვის, ინარჩუნებს არტერიულ წნევას და მხარს უჭერს ჯანსაღ კუნთებსა და ნერვებს.

კალიუმის მოთხოვნილება იცვლება ასაკის მიხედვით, თუმცა, ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დაახლოებით 2500-დან 3000 მილიგრამამდე კალიუმი დღეში. ასევე გასათვალისწინებელია სქესი, აქტივობის დონეს და საკვები პროფილი.

კალიუმის სარგებელი

კალიუმს ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს. ასე რომ, უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, რათა შეინარჩუნოთ მისი ადექვატური დონე ქსოვილებში და სისხლში.

არსებოს კალიუმით მდიდარი საკვები(მაგალითად ბანანი) თუმცა, ზოგჯერ გონივრული იქნება საკვებდანამატის სახით მიღება.

კუნთები და ნერვები

კალიუმი ეხმარება ნერვულ იმპულსებს. იგი ასევე საჭიროა კუნთების და გულის მუშაობისთვის. თუ კალიუმი დაბალია, მაშინ დიდი ალბათობაა იმისა, რომ კუნთი დაზიანდეს.

Სისხლის წნევა

არტერიული წნევის შესანარჩუნებლად საჭიროა კალიუმის ადეკვატური დონე. კალიუმს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ორგანიზმში არსებულ ნატრიუმს, რათა შეინარჩუნოს სითხის ბალანსი. ეს ფაქტი გადამწყვეტია არტერიული წნევისთვის.

კალიუმის დეფიციტის ნიშნები და სიმპტომები

დაბალი კალიუმი, იგივე ჰიპოკალიემია, მიუთითებს სისხლში მის დაბალ კონცეტრაციაზე.

ეს ფაქტი საკმაოდ საშიში შეიძლება იყოს, რადგან იწვევს არაერთი დაავადებას. კალიუმის დეფიციტის სიმპტომებია:

კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სპაზმები, დაბუჟება ან ჩხვლეტა, განსაკუთრებით მკლავებში, ხელებში, ფეხებში ან ტერფებში

დაღლილობა, ან დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება, თუნდაც ადეკვატური ძილის შემდეგ

გულის პალპიტაცია ან არარეგულარული გულისცემა

სისხლში შაქრის ახალი ან უჩვეულოდ მაღალი დონე

დეჰიდრატაცია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს შარდვის გაზრდით

ყაბზობა ან სხვა მუდმივი საჭმლის მომნელებელი პრობლემები

შფოთვა, დეპრესია ან განწყობის სხვა ცვლილებები

ზოგჯერ სამედიცინო მდგომარეობამ ან მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ სხეულში კალიუმის დონე. ისეთი პრობლემები, როგორიცაა თირკმელების დაავადება,  წყლულოვანი კოლიტი, ღებინება, დიარეა და ისეთი მედიკამენტები, რომელიც არის შარდმდენები, შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი კალიუმის დეფიციტის.

როგორ გავარკვიოთ, გაქვთ თუ არა დაბალი კალიუმი

კალიუმის დეფიციტის განსაზღვრა ხდება ძირითადი მეტაბოლური პანელის (BMP) მეშვეობით, ან შარდის ანალიზით.

ეს ორი ტესტი ზომავს კალიუმის რაოდენობას სისხლში და შარდით დანაკარგვისას.

როგორ გავზარდოთ კალიუმის ბუნებრივი გზით?

 

არსებობს მრავალი საკვები, რომელიც ამაღლებს კალიუმის დონეს.

კალიუმით მდიდარია ხილი და ბოსტნეული.

გარდა ამისა ქოქოსის წყალი ელექტროლიტების ბუნებრივი წყაროა, რომელთა შორის ერთ ერთი კალიუმია.

მოერიდეთ ზედმეტ კოფეინს და ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც ამცირებს კალიუმს.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ მიიღოთ ძალიან ბევრი კალიუმი, თუ ამის საჭიროება არ არსებობს.

შეჯამება

კუნთების დისბალანსი, გულის პრობლემები, სისხლში შაქრის მატება და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევები, ნიშანია დაბალი კალიუმის.

შეგიძლიათ მარტივად და რაც მთავარია ბუნებრივი მეთოდებით გაზარდოთ კალიუმის დონე ორგანიზმში. ამაში თქვენ ხელს შეგიწყობთ ჯანსაღი კვება და სწორად შერჩეული საკვებდანამატები.