გვეხმარება კრეატინი წონის კლებაში?

კრეატინი ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე „მუშა“ დანამატი კუნთოვანის მასის და ძალის გასავითარებლად, მაგრამ შეიძლება თუ არა პრაქტიკული იყოს მისი მიღება ცხიმის წვის დროს? 

დღევანდელი მონაცემებით, კრეატინი ყველაზე პოპულარული საკვებდანამატია, მის ეფექტიანობაზე 1000-ზე მეტი ნაშრომი და სტატია არის გამოქვეყნებული. 

ამიტომ ჩვენ მის განსხვავებულ და ნაკლებად ცნობილ მხარეზე ვისაუბრებთ. კრეატინი შესანიშნავი დანამატია წონის კლების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში არსებობს ისეთი საკვებდანამატები, როგორებიცაა ვიტამინი D და ომეგა 3,  კრეატინი ითვლება ყველაზე კარგად შესწავლილ და ძლიერ დანამატად ბაზარზე, მას გააჩნია მუშაობის ძალიან ბევრი ტიპი, რაც საერთო ჯამში დიდ გავლნას ახდენს სხეულის ტრანსფორმაციაზე.

როგორ მუშაობს კრეატინი წონის კლების დროს?

როდესაც თქვენი მიზანია წონის კლება, პირველ რიგში ცვლილებები შეგაქვთ ყოველდღიურ საკვებ რაციონში. ასეთ დროს, ნახშირწყლების შეზღუდული გამოყენების გამო, ადამიანი გრძნობს სისუსტეს, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ამიტომ წონის კლების საწყის ეტაპზე შეგიძლიათ დაიწყოთ კრეატინის გამოყენება, რომელიც აძლიერებს ძალას, გამძლეობას და აუმჯობესებს აღდგენას.

კრეატინი დაგეხმარებათ უფრო ძლიერად იმოქმედოთ,

~ როდესაც წონაში იკლებთ გრძელვადიანი მიზნით, ამავდროულად ყველაზე კარგი საშუალებაა იფიქროთ, კუნთოვანი ქსოვილის მაქსიმალურ შენარჩუნებაზე. ამ მიდგომით, ნახშირწყლების დეფიციტში მყოფი ორგანიზმი, მაქსიმალურად შეინარჩუნებს კუნთოვან მასას.

ჯანმრთელობის სარგებელი

წონის კლების დროს, საკვები რაციონის მსგავსად იცვლება ვარჯიშის მეთოდებიც, რომელიც ცნობილია კარდიო ტიპის აქტივობებით. კრეატინს აქვს ღრმა კარდიო- და ნეირო-დამცავი ეფექტი. ეს აუცილებელია, რადგან მსგავსი ტიპის ვარჯიშის დროს, სტანდარტულზე მეტად იტვირთება ადამიანის გული და გონება.

 კრეატინის დამატება ზრდის მიოკარდიუმის და ენდოთელური უჯრედების ენერგეტიკულ დონეებს, აუმჯობესებს არტერიების ჯანმრთელობას და ამცირებს ათეროსკლეროზის რისკებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კრეატინი გეხმარებათ კარდიო ვარჯიშების დროს ჯანმრთელი გული შეინარჩუნოთ.

შეიძლება ნეიროდაცვა არ არის ის, რაც ჩვეულებრივ კრეატინთან ასოცირდება, მაგრამ იგი ერთ-ერთ აუცილებელ როლს თამაშობს ნევროლოგიაში. ეს კი განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, როდესაც ორგანიზმი იმყოფება ენერგიის დეფიციტი და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დაქვეითების ქვეშ.

ვარჯიშის დროს, უჯრედული ენერგეტიკის გამოყენებისას ორგანიზმში წარმოიქმნება ოქსიდაციური სტრესი, განსაკუთრებით კარდიო ტიპის ვარჯიშებისას. ამ მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია კრეატინს, რომელიც ამცირებს უჯრედების სიკვდილს და მათი გაუარესების საერთო რისკს.

წონის კლებისას, სხეული მაინც განიცდის საკვები ნივთერებების დეფიციტს. რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებთ, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ორგანიზმმა დაკარგო კრეატინის ოპტიმალური დონე.

დადასტურებულია რომ კრეატინი არის ანტიკატაბოლური, რომელიც არეგულირებს კუნთებში აზოტის ბალანსს და ამცირებს კუნთოვანი ქსოვილის დაშლას.

ის აქტიურად ზრდის ნეირო-კუნთოვანი სასიგნალო პროცესების სტიმულაციას. ამიტომაცაა, რომ კრეატინი გამოიყენება წონის კლების დროს კუნთოვანი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნებისთვის.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კრეატინი საკვები დანამატის სახით გაცილებით უსაფთხოა, ვიდრე ორგანიზმის მიერ საკვებიდან სინთეზირებული, (ეს ეხება მხოლოდ კრეატინის საკვებ დანამატს), რადგან ამ დროს სხეულში იმატებს ჰომოცისტეინის (მავნე ნაერთი) რაოდენობა.

ჭარბი ჰომოცისტეინის წარმოქმნისას იზრდება ნერვული სისტემის დაავადების რისკი, ამიტომაც შეიძლება არ იყოს რეკომენდებული სისტემატიურად კრეატინის შემცველი „საკვების“ ჭამა. (მაგალითისთვის: არ იქნება რეკომენდებული, თუ თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ საქონლის ხორცს, სადაც სხვა საკვებთან შედარებით კრეატინის შემცველობა საკმაოდ მაღალია.) 

 უკვე მზა კრეატინის დამატება ამ მხრივ არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან მისი წარმოება ორგანიზმში არ მომხდარა.

წყლის შეკავება

ზოგიერთი ადამიანი იმიტომ არ იღებს წონის კლების დროს კრეატინს, რომ იგი წყალს აკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ კრეატინის მიღება დაკავშირებულია წყლის ხანმოკლე დროით შეკავებასთან.

ასევე მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ წყლის შეკავების ტიპები. კრეატინის გამოყენებისას, წყლის უმეტესი ნაწილის შეკავება კუნთის ბოჭკოვან ქსოვილში მიმდინარეობს, განსხვავებით ძალიან მარილიანი ან უსარგებლო საკვებისგან, რომლის მიღების შემდგომაც წყლის შეკავება ცხიმოვან ქსოვილებში ხდება.

კრეატინის შედეგად წყლის შეკავების მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოწვეული არის გლიკოგენისა და ფოსფორ-კრეატინის გაზრდილი შენახვის შედეგად, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ენერგიის ზრდაში.

ყველაზე მთავარი კი ის არის, წონის კლების დროს თქვენ ცხიმი უნდა დაწვათ, რომელსაც საერთოდ არ შეუშლის ხელს, ორგანიზმში დროებით შეკავებული წყალი და არც მის წვას შეაფერხებს.

 

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ წონის კლების დროს ზოგიერთი საკვები დანამატი არ არის რეკომენდებული, ეს შეზღუდვა არ ეხება კრეატინს. პირიქით, ამ დროს მისი გამოყენება საკმაოდ ეფექტიანია. დღევანდელ დროში კრეატინის სარგებელი აშკარაა, მასზე კვლევა რამდენიმე მიმართულებით კვლავაც გრძელდება, რადგან ორგანიზმისთვის გააჩნია მრავალმხრივი პოზიტიური სარგებელი.